თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის ფლობისთვის, აქციაზე დაკავებული დავით ხომერიკის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის ფლობისთვის, აქციაზე დაკავებული დავით ხომერიკის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება, კერძოდ დაიკითხება ბრალდების მხარის მიერ მიყვანილი მოწმე.
ცნობისთვის, 2024 წლის 2 დეკემბერს დავით ხომერიკი აქციების დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით, გზის გადაკეტვის ბრალდებით დააკავეს. თუმცა დაკავებისას მას ცეცხლგამჩენი მოწყობილობები აღმოუჩინეს, რომელიც პროკურორის მტკიცებით, გამოყენებისთვის იყო გამზადებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – ალეკო ელისაშვილი კი არა, დიმიტრი გელოვანი ვერ შეცვლის ამომრჩეველთა განწყობას, რომ 4 ოქტომბრის არჩევნები რუსული სპეცოპერაციაა და ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის მიცემას ემსახურება

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის პროკურორი – იმის თქმა, რომ მტკიცებულება საქმეში არ არის, დაუსაბუთებელი პოზიციაა – ყველა საგამოძიებო ვერსია შემოწმდება, მათ შორის ჯუანშერ ბურჭულაძის ქმედებებიც იქნება შეფასებული