თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი გადაიდო.
გადადების შუამდგომლობა, ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა დააყენა. მისი თქმით, სასამართლო პროცესს გიორგი ბაჩიაშვილის მეორე ადვოკატი ვერ ესწრება. აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა.
ასევე, ლევან მახარაშვილმა, ბრალდების მხარის მტკიცებულებები უდავოდ ცნო, კერძოდ, ბრალდების მხარის დასაკითხ პირთა სიაში, სადაც 26 პირია, ლევან მახარაშვილმა პირველი 24 მოწმის ჩვენება უდავოდ ცნო.
შემდეგ სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი გამოიკითხება, რის შემდეგადაც მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ.
გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, ლევან მახაშვილის განცხადებით, აღნიშნულ საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი თავად გიორგი ბაჩიაშვილის ჩვენება იქნება.
„დასაკითხ პირთა სიაში ძირითადად შედიოდნენ გამომძიებლები, რამდენიმე ექსპერტიც, მათი ჩვენებები ტექნიკური ხასიათის იყო. გიორგი ბაჩიაშვილის ჩვენება იქნება მნიშვნელოვანი. სავარაუდოდ, შესაძლოა, გიორგი ბაჩიაშვილი 30 სექტემბერს გამოიკითხოს. ასევე, არის გარკვეული სახის ვიდეო მტკიცებულებები, რომელიც არანაირ ინტერესს არ იწვევს ჩვენთვის და ამ საქმისთვის არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს და შესაძლოა მათი ნაწილიც უდავოდ ვცნოთ”,- განაცხადა ლევან მახარაშვილმა.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილმა ქვეყანა იქამდე დატოვა, ვიდრე მას „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ს კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიდნენ.
პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა.
რაც შეეხება ქარუმიძეს, მას ბრალდება სსკ-ის 25, 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – 5-7 ათასმა ადამიანმა ტაში დაუკრა ქვეყნის გადატრიალებას, შემდეგ განაცხადეს, ჩავიბაროთ სასახლის გასაღებიო, ახლა ტირიან, რატომ არ იყო დანაღმული ტერიტორია და ღობეში დენი გატარებული

გიორგი შარაშიძე – ვინ მისცა „ოცნებას“ ძალადობრივი კანონების მიღების საბაბი?! – ეს კანონპროექტები არის 4 ოქტომბრის სპეცოპერაციის და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების საქმიანობის შედეგი – შეიძლება ამდენი ე.წ. საჩუქარი გაუკეთო „ოცნებას“?!

შალვა პაპუაშვილი საკანონმდებლო ცვლილებებზე – არავისზე, არანაირი ინსპირაცია არაა, უბრალოდ ეს არის ნაწილი იმ პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა სახის დანაშაულთან დაკავშირებით