თბილისის საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს – სხდომაზე დაზარალებულ პოლიციელებს დაკითხავენ

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესზე დაზარალებულ პოლიციელებს დაკითხავენ.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე პროკურატურას 8 მოწმე ჰყავს წარმოდგენილი. მათგან 5 პოლიციელია და მათ საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვთ. სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, ამ ეპიზოდზე 40 პოლიციელია დაზარალებული.
ადვოკატების განმარტებით, გამოკითხვის ოქმის მიხედვით, პოლიციელები ვერ ამბობენ, ბრალდებულებიდან რომელიმემ განახორციელა თუ არა მათი დაზიანება.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.
დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სპეკულაცია, რომელიც ოპოზიციამ, მედიამ და „ენჯეოებმა“ აშშ-ის საელჩოს განცხადებას მოაყოლეს, კარგი ილუსტრაციაა, როგორ შექმნა უცხოურმა დაფინანსებამ ჰიბრიდული ომის უკონტროლო მონსტრი

ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე – გაშლილი ხელი დამარტყა სახის მარჯვენა არეში, საკმაოდ ძლიერი იყო, მე განვიცადე ტკივილი – ჩემმა რამდენიმე თანამშრომელმა აღნიშნა, „ყური წითელი გაქვს, ლოყა წითელი გაქვს“, სარკეში ჩავიხედე და მქონდა სიწითლე