თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ხმაურია

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებულებით დაკავებული პირების საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდა, პოლიცია მობილიზებული – ადგილზე ხმაურია.
სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, ასევე, იუმორისტ ონისე ცხადაძეს და დანარჩენ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, სასამართლოსთან შეკრებილი მსახიობების პროტესტი მოჰყვა.
ამ წუთებში საქალაქო სასამართლოს ასასვლელ კიბეებთან და მთელ პერიმეტრზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.
მათთან მსახიობები სხვადასხვა ტექსტებით გამოხატავენ უკმაყოფილებას და აცხადებენ, რომ სასამართლო არ არსებობს, რადგან უდანაშაულო ადამიანები ციხეში გაუშვეს.
“არა ძალადობრივ რეჟიმს”, “სირცხვილია” – სკანდირებენ მსახიობები.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია