თბილისის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტის რეჟიმში ყოფნის გამო კვლავ არ ესწრება

თბილისის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტის რეჟიმში ყოფნის გამო კვლავ არ ესწრება.
დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (საქალაქო სამსახურის უფროსი) თანამდებობაზე – გიორგი ნამგალაურის დანიშვნაზე თანხმობას გასცემენ. ასევე, საკრებულოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავენ.
„დღევანდელ წლის ბოლო სხდომაზე ჩვენ განვიხილავთ იურიდიული სამსახურის უფროსად თანხმობის მიცემის საკითხს. ასევე, ჩვენ გვაქვს ბიუჯეტიდან გამომდინარე იმ პროგრამების დამტკიცება, რომელიც ყოველწლიურად მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, სხვა საკითხებსაც განვიხილავთ”, – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.
ინფორმაციისთვის, თბილისის საკრებულოში უკვე რამდენიმე სხდომა ისე ჩატარდა, რომ მას ოპოზიცია არ დასწრებია.
ოპოზიციონერი დეპუტატების გადაწყვეტილება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას უკავშირდება. ბოიკოტის რეჟიმში ამ დროისთვის, იმყოფება პარტიები – „ლელო“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „გირჩი მეტი თავისუფლება“. აღნიშნული პარტიების გარდა, სხდომას არ ესწრებიან „ – ხალხისთვის“ და „საქართველოსთვის“ დეპუტატები. ბოიკოტის გამო ოპოზიციონერი დეპუტატები მიმდინარე კვირას თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ დედაქალაქის მერიის წლიურ ანგარიშს წარდგენასაც და დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცებასაც არ დასწრებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი უგულავა – როგორ ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, თუ რამე დააბრუნებს „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში, სწორედ „იმედია“, ისევე როგორც მეტწილად ჩვენ მიერ წარმოებულმა არასწორმა მედია პოლიტიკამ მოიყვანა ივანიშვილი ხელისუფლებაში