თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

თბილისის საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თბილისის საპატიო მოქალაქის თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო.
ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
„თენგიზ ცერცვაძეს უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოში ინფექციური პათოლოგიის და კლინიკური იმუნოლოგიის მიმართულების განვითარებაში. თბილისის საკრებულოს სახელით, ვუსამძიმრებ თენგიზ ცერცვაძის ოჯახს, კოლეგებსა და საქართველოს სამედიცინო საზოგადოებას“ – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ.
ცნობისთვის, იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი, ავადმყოფობის გამო 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე აბუ-დაბიში მომხდარზე – შეეჩვივნენ, რომ ნორმალურია, 10 კაცი დაესხას ერთ ადამიანს თავს და ფიზიკურად გაუსწორდეს და გადაწყვიტეს, რომ აბუ-დაბიშიც იგივე გაკეთებინათ – 48 საათია, არც ერთი ჩანს, ხომ გასაგებია, რომ დაკავებულები არიან

ქეთევან თურაზაშვილი – სასამართლო სისტემაში თავი მოიყარეს კაცთმოძულე, განსაკუთრებით, თავისუფალი ახალგაზრდების მოძულე მოსამართლეებმა – დროა გაიაზრონ, როცა სამართლიანობა იზეიმებს, მათ მოუწევთ ყველა დანაშაულზე პასუხისგება!