თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 26 ნოემბერს გაიხსნება – ორგანიზატორების თქმით, წელს გამორჩეული პროგრამა იქნება

თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნამდე რამდენიმე დღე რჩება. ღონისძიებასთან დაკავშირებით, ფესტივალის ორგანიზატორებმა პრესკონფერენცია გამართეს. მათი თქმით, წელს გამორჩეული პროგრამა იქნება.
სულ 132 ფილმს აჩვენებენ. ღონისძიებას საფრანგეთიდან, გერმანიიდან და ისრაელიდან არაერთი კინემატოგრაფი ეწვევა.
ფესტივალი 26 ნოემბერს, კინოთეატრ “ამირანში” გაიხსნება, ნანა ჯორჯაძის ფილმით “პეპლების იძულებითი მიგრაცია”.
კინოფესტივალის საზეიმო დახურვა და დაჯილდოება 2 დეკემბერს შედგება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სოსიაშვილი: დიდი ხანია, ლიბერალი ფაშისტების სამიზნეა ჩვენი ეკლესია, მათ სურვილი ჰქონდათ, ქართველი ხალხისთვის ზნეობრივი, სულიერი ორიენტირი მოეშალათ და არაერთხელ მიიტანეს იერიში პატრიარქზე

ლაშა ტალახაძე: მიხარია, რომ აჭარაში ჩვენი გუნდის ჩასვლამ ასეთი ინტერესი გამოიწვია, ახალგაზრდებთან დისკუსია საუკეთესო გზაა, მარტივად ვიპოვოთ გამოსავალი პრობლემური საკითხებიდან – ვაპირებ ყველა კონფერენციას დავესწრო