თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ნისლის გამო რამდენიმე თვითმფრინავი ვერ მიიღო

საქართველოს ყველაზე დიდ თბილისის აეროპორტში ნისლისა და უამინდობის გამო რეისების ნაწილი ვერ შესრულდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვერ დაჯდა მოსკოვიდან, დან, ბაქოდან და თეირანიდან გამოფრენილი თვითმფრინავები.
როგორც აეროპორტის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, Georgian Airways-ის თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან თბილისში მიფრინავდა, ქუთაისში დაჯდა. დანარჩენი სამი ავიაკომპანიის (Air Dilijans-ი; AZAL-ი; Qeshm Air-ი) თვითმფრინავები კი უკან გაბრუნდა.
სხვა რეისების შესრულებას ამ ეტაპზე პრობლემა არ შეჰქმნია.

ასევე დაგაინტერესებთ