თბილისის საგუნდო მუსიკის XV საერთაშორისო ფესტივალი 11 აპრილიდან 9 მაისამდე გაგრძელდება

15 წლის განმავლობაში მსმენელს მიეცა შესაძლებლობა მოესმინა 80-მდე, როგორც ქართული ასევე უცხოური გუნდი, გაიზარდა საგუნდო მუსიკის მსმენელის აქტივობაც, რაც უდიდესი სტიმულია მოქმედი პროფესიული გუნდებისათვის. წლევანდელ ფესტივალში წარმოდგენილი იქნება 11 კონცერტი.”

თბილისის საგუნდო მუსიკის, მე-15 საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო.

ღვთისმშობლის ამაღლების კათოლიკურ ეკლესიაში, ფესტივალი უნგრეთის  გოგონათა გუნდმა „ანგელიკამ“ გახსნა. შესრულდა უნგრული ხალხური სიმღერები. ფესტივალის ფარგლებში, 11 კონცერტი გაიმართება და მონაწილეობას ქართულთან ერთად, უცხოეთიდან მოწვეული გუნდები მიიღებენ. საგუნდო მუსიკის ფესტივალი, 9 მაისს კონსერვატორიის დიდ დარბაზში გალა-კონცერტით დაიხურება.

ასევე დაგაინტერესებთ

გახარიას პარტიაში ადასტურებენ, რომ პარტიულ სიაში გადაადგილებაა, თუმცა დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ეს თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამზადისის ნაწილია