თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების 150 აღმზრდელი გადამზადდა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების 150 აღმზრდელი, თანამედროვე სკოლამდელი მეთოდოლოგიის, “ჰართის” მიხედვით გადამზადდა.
გადამზადებულ აღმზრდელებს, კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. თანამედროვე მეთოდოლოგია, თბილისის ბაღების 52%-ში უკვე დანერგილია და აქტიურად გამოიყენება.
პროექტი დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children-ს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, უკვე მეხუთე წელია ხორციელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი „იგლ ჰილსის“ პროექტზე: მიუხედავად ასეთი მსხვილი და უპრეცედენტო ინვესტიციისა, სახელმწიფოს არ აქვს აღებული რაიმე სახის ფინანსური ვალდებულება და არ გაუცია საგამონაკლისო რეჟიმი უშუალოდ ამ ინვესტორისთვის

შეუძლებელია Eagle Hills-ის ინვესტიცია განხორციელდეს სხვა დარგების მონაწილეობის გარეშე, პროცესში ჩართული იქნება ბევრი ქართული კომპანია, როგორც კონტრაქტორი და ქვეკონტრაქტორი – ჯემალ ინაიშვილი