თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან ოპოზიციური კოალიციების ლიდერები და მხარდამჭერები იკრიბებიან

თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან, 26 ოქტომბრის ს შედეგების არალეგიტიმურად ცნობის მიზნით ოპოზიციური კოალიციების ლიდერები და მხარდამჭერები იკრიბებიან.
პარალელურად სასამართლოში სხდომა არის ჩანიშნული, რითაც არასამთავრობო ორგანიზაციები რიგ უბნებში ბიულეტენების ხელახლა გადათვლას ითხოვენ.
კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სასამართლოს შენობაში შესვლას ითხოვდა, თუმცა ამის საშუალება არ მიეცა, რადგანაც სააპელაციო სასამართლოს ეზოში სამართალდამცველები არიან განლაგებული, ეზოში შესასვლელი მთავარი კარი კი ჩაკეტილია.
ანა დოლიძემ პოლიციელებს, რომლებმაც ის სააპელაციო სასამართლოში არ შეუშვეს, ვინაობის დასახელება მოსთხოვა და განუმარტა, რომ პოლიციის შესახებ კანონის მიხედვით ვალდებულნი არიან, რომ სახელი და გვარი დაასახელონ.
„რუსეთში ხომ არ ხართ? და რომ გელაპარაკებით პასუხი გამეცით. ჩვენ თავი ამოვყავით ს ფედერაციაში. საქართველოს კონსტიტუციით სასამართლო სხდომა არის საჯარო და ნახეთ, რა ხდება? ეს პროცესები ადრე ნანახი მაქვს, რაც წარსულს უნდა ჩაბარებულიყო. გირგვლიანის დროს აქ დავდიოდი და ასეთი სიტუაცია იყო”, – განაცხადა ანა დოლიძემ.
ვიდრე სააპელაციო სასამართლოში შესვლას დააპირებდა, მან კომენტარი მედიასთან გააკეთა.
„არჩევნების მიტაცებასთან დაკავშირებით პროტესტი გრძელდება. ჩვენ შევაგროვეთ მტკიცებულებები, ძალიან ბევრი მტკიცებულება არსებობს. მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ დაიწყოს ევროკავშირის გამოძიება სამართლებრივი მიმართულებით, ოდესმე ხომ უნდა ჩავატაროთ ნორმალური არჩევნები?! პროტესტიც გაგრძელდება. პროტესტი დღეს არის სასამართლოსთან იმიტომ, რომ ბრძოლის კერა არის სასამართლო. პირდაპირ დარღვეულია კონსტიტუცია, მოსამართლეები გააჩუმეს”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილე დავით გოგილაშვილი: ნივთების ჩამორთმევა არაფორმალური, პირდაპირი ქურდობაა, რადგან პირველი რაც გააკეთეს, შეამოწმეს ჩემი ჯიბეები და ყველა ნივთი, რაც შეიძლებოდა ღირებული ყოფილიყო, რომ წაერთმიათ

„არსის“ დირექტორი: ბიზნესს, 2000-ზე მეტ კომპანიას, მათ შორის ჩვენს კომპანიასაც დაფიქსირებული გვაქვს, რომ მნიშვნელოვანია სასწრაფოდ დეესკალაცია – ამისთვის მოთხოვნილი გვაქვს ვადამდელი არჩევნები და პატიმრების გამოშვება