თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება დღეს ელექტრომომარაგება?

თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 16 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), იოსებიძის, ტაშკენტის, ბუდაპეშტის, დები იშხნელების, გურამ ფანჯიკიძის, გოთუას, შარტავას, ცაგარელის და ცაგერის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, რაფიელ ერისთავის, ატენის, ბარნოვის, ავალიშვილის და ყიფშიძის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.