თბილისის რამდენიმე რაიონს დღეს შუქი გაეთიშება – ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია “თელასის” ინფორმაციით, თბილისის რამდენიმე რაიონს დღეს შუქი გაეთიშება.
შეზღუდვა შეეხება შემდეგ მისამართებს:
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღომის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), გიორგი ბრწყინვალის, პეტრე იბერის და მეფე მირიანის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ჩოლოყაშვილის I კვარტლის (ნაწილობრივ), მარჯორი უორდროპის, არტურ ლაისტის, გრიგოლ აფშინაშვილის, მიხეილ აბრამიშვილის, აჰმედ ჯავადის, მიკოლა ბაჟანის და მეგობრობის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ოქროყანის მოსახლეობას.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო