თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებამ სამუშაო წელი შეაჯამა. ღონისძიებაზე ბიბლიოთეკებისა და მედიათეკების წლის ყველაზე აქტიური მკითხველები გამოავლინეს. ასევე, საბიბლიოთეკო საქმეში შეტანილი წვლილისთვის, გაერთიანების თანამშრომლები სიგელებით და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვეს.
წარადგინეს პრეზენტაციაც წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების შესახებ.