თბილისის მერია უკანონო ნაგებობების დემონტაჟისთვის ტენდერს აცხადებს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არსებული მონაცემების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 171 283 ლარს შეადგენს.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, მიმწოდებელმა სამუშაოების შესრულება „დავალების შესაბამისად დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში 24 საათის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს”, ხელშეკრულების ვადა კი 2025 წლის ბოლომდეა განსაზღვრული.
„მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაოების შესრულება სატელეფონო შეტყობინებიდან 12 (თორმეტი) საათის განმავლობაში, გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა (როდესაც შექმნილი სიტუაციის გამო აუცილებელია სამუშაოების მყისიერად განხორციელება), სამუშაო იარაღების და მომსახურე პერსონალის დემონტაჟის შესასრულებლად მომზადება და მობილიზება სამუშაოს ჩატარების ტერიტორიაზე, თბილისის ნებისმიერ ადგილზე“, – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტებში.
ტენდერში წინადადებების მიღება 16 იანვარს იწყება და 21 იანვარს სრულდება.
წყარო: bpn.ge