თბილისის მერია მოზარდის გარდაცვალებაზე, ტვ პირველის მორიგ ცრუ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას პასუხობს

თბილისში რამდენიმე დღის წინ მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც მოზარდი დაიღუპა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მოხდა კერძო, ე.წ. რიყის დოქების ტერიტორიაზე, სადაც წყალი იყო დაგუბებული.
შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა თბილისის მერიამაც.
„სამწუხაროდ, ტრაგედია დატრიალდა კერძო ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ შემთხვევა მოხდა ერთ-ერთ კერძო საკუთრებაში.
სამწუხაროა, რომ მედია მსგავს ტრაგედიას იყენებს უწყების დისკრედიტაციისთვის. უბედურ შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება.
მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, პატივი სცენ საკუთარ პროფესიას და საზოგადოებას მიაწოდონ მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია.
თბილისის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მოზარდის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს“, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…