თბილისის მერია – დიდუბის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე განახლდა

დედაქალაქის მერმა მ, მის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და კახა გულედანთან ერთად დიდუბის რაიონში, აგლაძის ქუჩის N38-ში განახლებული რეკრეაციული სივრცე დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 5 000 კვ. მ ტერიტორია, რომელიც საცხოვრებელ კორპუსებს შორისაა განთავსებული, კაპიტალურად რეაბილიტირდა. ასევე, განახლდა საპარკო ინვენტარი და მოეწყო შადრევანი.
„დაახლოებით ნახევარი ჰექტარი ტერიტორია მოწესრიგებული და განახლებულია. ამ პროექტის ფარგლებში გაკეთდა სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები, მოეწყო დასასვენებელი სივრცე და საბავშვო ატრაქციონები, ძაღლების სასეირნო სივრცე, რომელიც შემოღობილია, ძალიან სასიამოვნო გარემოა დასვენებისთვის და გართობისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე და თბილისის საკრებულოს წევრი გივი ჩხარტიშვილი.
პროექტის განხორციელებისთვის დიდუბის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 644 444 ლარი დაიხარჯა.

ასევე დაგაინტერესებთ

გედევან ფოფხაძე – საგამოძიებო კომისია არის დაჭერის ფორმალური წინაპირობა, წულუკიანს იარაღის მაგივრად ადამიანებს უდებენ ჯიბეში – უნდა მოვემზადოთ გადამწყვეტი ბრძოლისთვის, მე არათუ ციხისთვის, არამედ ტყვიისთვისაც ვარ მზად

ლევან ცუცქირიძე – ხვალ რომ დანიშნონ ახალი არჩევნები, არ უნდა ვიყოთ მზად? – დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ შემდეგ არჩევნებში, რომელშიც მეტ-ნაკლებად სამართლიანი გარემო იქნება, “ქართული ოცნება” კიდევ უფრო დამაჯერებლად დამარცხდება