თბილისის მერია – გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ზოგიერთი მეტროსადგური შეფერხებით მუშაობს, არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად

თბილისის მერიის განცხადებით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ზოგიერთი მეტროსადგური შეფერხებით მუშაობს, სიმართლეს არ შეესაბამება.
მათივე ცნობით, დედაქალაქში არსებული ყველა მეტროსადგური მუშაობს ჩვეულ რეჟიმში და მგზავრებს ყოველ დღე, 06:00-დან 00:00 საათამდე ემსახურება.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ზოგიერთი მეტროსადგური შეფერხებით მუშაობს. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ დედაქალაქში არსებული ყველა მეტროსადგური მუშაობს ჩვეულ რეჟიმში და მგზავრებს ყოველ დღე, 06:00-დან 00:00 საათამდე ემსახურება.
თბილისის მერიასთან დაკავშირებული საკითხების გადამოწმება შესაძლებელია უწყების პრესსამსახურთან. ასევე, შეგიძლიათ, დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – სიმართლე ისაა, რომ საქართველო დღეს უფრო შორს არის ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე 2023 წელს იყო, როდესაც მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა – ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის

ევროკავშირის ელჩი – ჩვენ აქ ვართ, არსად მივდივართ, გელოდებით, კარი ღიაა, მაგრამ ამ კარში საქართველომ თავისი ხელისუფლებით უნდა გაიაროს – გამანადგურებელი ანგარიში გამომაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს, გთხოვთ, დაუბრუნდით ევროინტეგრაციის პროცესს