თბილისის მერიასთან „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ

თბილისის მერიასთან „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეებს მერიასთან მიტანილი აქვთ ფოტოსურათები, რომლებზეც სპეცრაზმელების მიერ ნაცემი ადამიანები არიან გამოსახულები.
მათ ადგილზე, ასევე, თბილისის მერის, კახა კალაძის ფიტული მიიტანეს, რომელიც ბუშტებზე შეაბეს და დემონსტრაციულად ჰაერში გაუშვეს.
აქციის მონაწილეებმა კახა კალაძის ფიტული ს დროშის ფერებში გააწყვეს.
“თბილისის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო და კორუმპირებული მერია. ჩვენ ფიტულის ერთ ნაწილს ჰაერში გავუშვებთ, ხოლო მეორე ნაწილს მერიასთან დავტოვებთ”, – განაცხადა აქციის მონაწილემ.
როგორც აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, მათი მოთხოვნები უცვლელია. ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ “დაინიშნოს ვადამდელი , დაუბრუნდეს ქვეყანა ევროპულ საგარეო კურსს და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები”.