თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი ვაზიანში აშენდება — კობახიძე

თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი ვაზიანში აშენდება. ეს ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 8 აპრილს, მთავრობის სხდომაზე გაავრცელა.
მისი თქმით, 6 აპრილს გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ორი ვარიანტი განიხილეს – არსებული აეროპორტის გაფართოება და ახლის აშენება. საბოლოოდ, არჩევანი ამ უკანასკნელზე შეჩერდა.
„არაერთი ფაქტორის გათვალისწინებით, საბოლოო ჯამში, მივიღეთ გადაწყვეტილება, ახალი აეროპორტის მშენებლობის თაობაზე. მომავალ წელს დასრულდება პროექტირება, ტენდერის პროცედურები და ამის შემდეგ, რამდენიმე წელიწადში თბილისს ექნება სრულიად ახალი, ულტრათანამედროვე აეროპორტი. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენი გათვლებით ექნება ძალიან სერიოზული ეკონომიკური ეფექტი […]
გაფართოების ხარჯი იყო დაახლოებით 900 მილიონი დოლარი, ახლის აშენების ფასი 1.26 მილიარდი დოლარი. გაფართოება იძლეოდა საშუალებას, რომ მგზავრთა ნაკადი გაგვეზარდა მაქსიმუმ 15 მილიონ მგზავრამდე და შემდგომი განვითარების პერსპექტივა აღარ იყო. რაც შეეხება ახალი აეროპორტის მშენებლობას, ახლის მშენებლობა გვაძლევს 19 მილიონამდე მგზავრების რაოდენობის გაზრდის საშუალებას, შემდგომი გაფართოების პერსპექტივით,“ — განაცხადა მ.
მისი ინფორმაციით, დღევანდელი აეროპორტის გამტარუნარიანობა, დაახლოებით, 4.5 მილიონი მგზავრია. ტურიზმის სფეროში „ძალიან დადებითი დინამიკის“ გამო, კობახიძის თქმით, მომავალში მოსალოდნელია ვიზიტორთა რაოდენობის სწრაფი ზრდა, „რასაც ფეხი უნდა აუწყოს ინფრასტრუქტურამ.“
ახალი აეროპორტის აშენება ვაზიანში, სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე რომ იგეგმებოდა, ამის შესახებ ჯერ კიდევ ყოფილი პრემიერის, ს თანამდებობაზე ყოფნის დროს გახდა ცნობილი.
იმდროინდელი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ირწმუნებოდა, რომ სამოქალაქო აეროპორტის მშენებლობა ხელს არ შეუშლიდა ვაზიანის სამხედრო ბაზის ფუნქციონირებას.

ასევე დაგაინტერესებთ

„გავრცელებული ბინძური ჭორი იმის შესახებ, რომ დავით ქაცარავა გადაღებებზე დადიოდა რუსეთში, არ შეესაბამება სინამდვილეს, ყველა პროექტი სომხეთშია განხორციელებული, ვწუხვარ, რომ ასეთ ადამიანს ასე სასტიკად მოექცნენ“ – პროდიუსერის განცხადება