თბილისიდან რუსი ანტიპუტინისტი აქტივისტები გაიტაცეს, – განცხადებას მოძრაობა „უკრაინელთა ერთობა ისტორიული მიწებიდან“ ავრცელებს მეგობრებზე დაყრდნობით.
„გუშინ საღამოს თბილისში უცნობმა პირებმა გაიტაცეს და მანქანით წაიყვანეს ჩვენი მოძრაობის თანადამფუძნებელი ვოლოდიმირ დუბოვსკი და მისი შეყვარებული ალინა საველიევა. მათი ადგილსამყოფელი უცნობია“ , – ნათქვამია განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, დუბოვსკი და საველიევა მოძრაობის „მწვანე სოლი – ჩემი სამშობლო“ ლიდერები არიან
ცნობილია, რომ დუბოვსკი ვლადივოსტოკში ნავალნის შტაბის კოორდინატორი იყო და მან რუსეთი 2021 წელს დატოვა. 2024 წლის დეკემბერში რუსეთის ხელისუფლებამ დუბოვსკი „ტერორისტებისა და ექსტრემისტების“ რეესტრში შეიყვანა




