თარჯიმანმა გააყალბა კონკრეტული წინადადება – პრემიერი

თარჯიმანმა გააყალბა კონკრეტული წინადადება – პრემიერი
მიუხედავად იმისა, რომ თარჯიმანი არის ღიად ერთ-ერთი რადიკალური ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი სახე, ერთ-ერთი ასე ვთქვათ წარმომადგენელი, ამის მიუხედავად ის თარგმნიდა ამ პრესკონფერენციას და ბოროტად გამოიყენა, როგორც იყენებენ ხოლმე „ნაციონალები“, ეს პრივილეგია კანცლერის მიერ ნათქვამი წინადადების გაყალბებისთვის. მან გააყალბა კონკრეტული წინადადება და იმ პირობებში, როდესაც საერთოდ არ უხსენებია კანცლერს სიტყვები – „აგენტების კანონი“, მან ეს ტერმინოლოგია გამოიყენა, ანუ პირდაპირი გაყალბება იყო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
„როდესაც მე ვსაუბრობდი ოფიციალურ პოზიციაზე, მაშინ ვახსენე, რომ ბიუროკრატიის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბიუროკრატიის პასუხისმგებლობაა, რომ მაგალითად კანცლერს მიუტანონ სწორი ინფორმაცია კანონპროექტთან დაკავშირებით, რაც ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, სათანადოდ არ მოხდა. ამის გაგრძელება, რაც მოხდა თარჯიმანთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ თარჯიმანი არის ღიად ერთ-ერთი რადიკალური ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი სახე, ერთ-ერთი ასე ვთქვათ წარმომადგენელი, ამის მიუხედავად ის თარგმნიდა ამ პრესკონფერენციას და ბოროტად გამოიყენა, როგორც იყენებენ ხოლმე „ნაციონალები“, ბოროტად გამოიყენა ეს პრივილეგია კანცლერის მიერ ნათქვამი წინადადების გაყალბებისთვის. მან გააყალბა კონკრეტული წინადადება და იმ პირობებში, როდესაც საერთოდ არ უხსენებია კანცლერს სიტყვები – „აგენტების კანონი“, მან ეს ტერმინოლოგია გამოიყენა, ანუ პირდაპირი გაყალბება იყო. აქ მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ ამ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გააყალბა კანცლერის თარგმანი, მთავარი პრობლემა არის ბიუროკრატიაში. მე იმედი მაქვს, რომ კანცლერის სამსახური გაერკვევა იმაში, თუ როგორ მოხდა რადიკალი ოპოზიციონერი ლიდერის ერთ-ერთი სახის ჩართვა თარჯიმნად ამ პროცესში და იმედი მაქვს, რომ ასევე მოთხოვენ ამ კონკრეტულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს პასუხს კანცლერის სიტყვების გაყალბებაზე,“- აღნიშნა პრემიერმა.
Previous: ირაკლი ს – გვიხარია, რომ არსებობს დიდი ინტერესი გერმანული ენის მიმართ, თქვენ თვითონ ძალიან კარგი მაგალითი ბრძანდებით, დისერტაცია დაიცავით დუსელდორფში და შესანიშნავად ფლობთ გერმანულ ენას

ასევე დაგაინტერესებთ

ბრწყინვალე შვიდეულში მაინც მოერიდეთ სიცრუის გავრცელებას -10 მაისს განიხილება მხოლოდ ევროკავშირის 9 პუნქტთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები, გამჭვირვალობის კანონპროექტს განვიხილავთ 13 მაისს

ვინც აქციებზე „წრფელი გულით“ დადის, უნდა გაითვალისწინოს, რომ რადიკალური ოპოზიციის, ლგბტ ორგანიზაციებისა და NGO-ების ორგანიზებულ აქციაზე მისვლა მათი ღირებულებების გაზიარებას, მათ გეგმებსა და შესაძლო შედეგებზე პასუხისმგებლობის აღებასაც ნიშნავს

მამულს, ენას, სარწმუნოებას ვერ დაამარცხებენ – ჩემთან ერთად, თქვენც ილოცეთ საკუთარ შვილებზე, ხოლო მათი სულების დაღუპვის მსურველებს ხელისუფლება და ერის ჯანსაღი საზოგადოება თავის ადგილს მიუჩენს!