ხელბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ლევან სალუქვაძე ზურაბ კაკაბაძის დაკავებას ეხმაურება და „ტვ პირველთან“ ამბობს:
„ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ გამოძიება მიმდინარეობდა და პროკურატურა დაინტერესდა ამ ფაქტით, თუმცა დეტალები არ იყო ჩვენთვის ცნობილი. ეს ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, როდესაც ფედერაცია გადავიბარეთ, ჩავატარეთ კერძო აუდიტი. ამ კერძო აუდიტის შედეგების მიხედვით გახდა უკვე საჭირო სახელმწიფო აუდიტი და სპორტის სამინისტროს სპეციალური აუდიტის შემოსვლა და მათი საბუთების და გარკვევის შემდეგ, ჩაერთო უკვე პროკურატურა. პროკურატურის თანამშრომლები იყვნენ მოსულები ფედერაციაში და გარკვეული ფინანსური დოკუმენტაცია წაიღეს აქიდან. რაც შეეხება თანხების გაფლანგვას, მას შემდეგ ჩვენმა ფედერაციამ დარჩენილ წლებში რაც ჩვენ აქ ვართ. ეს თანხა სახელმწიფოსთან შედგენილი გრაფიკის მიხედვით დავაბრუნეთ სახელმწიფოში. იმ პერიოდში, როცა ეს ამბავი მოხდა, ეს დასახელებული ციფრი შეადგენდა დაახლოებით წლიური ბიუჯეტის 40%-ს შეადგენდა, თუმცა ეს ვადები ასევე საჭიროებს დაზუსტებად, რადგან რამდენი წლის განმავლობაში ხდებოდა ამ თანხების გატანა, ეს ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია”, – ამბობს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.
