როდესაც კომპანიის ლიდერები თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე იწყებენ ფიქრს, ბუნებრივია ჩნდება კითხვა: „ეს ხომ დამატებითი ხარჯია, რომლის შედეგსაც პირდაპირ ვერ გაზომავ?” ბევრი ორგანიზაციისთვის, ტრენინგი კვლავ განიხილება, როგორც “დამატებითი კომპონენტი” და არა, როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნაბიჯი.
თუმცა, თანამედროვე, სწრაფად ცვალებადი ბაზარი სრულიად განსხვავებულ სურათს გვიხატავს: კორპორატიული ტრენინგები ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ინვესტიციაა, რომელსაც კომპანია თავის უკეთეს მომავალში დებს.
„ფლომასტერის“ გუნდში აქტიურად ვმუშაობთ ორგანიზაციული განვითარების კუთხით და მუდმივად ვნერგავთ ახალ პროგრამებს. ჩვენი ტრენინგები გამიზნულია მონაწილეების მიერ პრაქტიკული ცოდნის მიღებაზე და ამიტომ, დროის მნიშვნელოვანი ნაწილი რეალური სიტუაციების, ამოცანებისა თუ პროექტების განხილვას ეთმობა. „ფლომასტერის“ გამოცდილი ტრენერები დაეხმარებიან თქვენს ორგანიზაციას წინსვლაში და გუნდს – პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაში.
როდესაც ადამიანები იზრდებიან, იზრდება ბიზნესიც
მსოფლიო კორპორატიული ტრენინგის ბაზარი 2030 წლისთვის დაახლოებით 800 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ეს რიცხვი თავისთავად საუბრობს იმაზე, თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებენ წარმატებული კომპანიები თანამშრომელთა განვითარებას. მაგრამ რატომ? რას იძლევა ეს ინვესტიცია?
პასუხი მარტივია: კომპანიებს, რომლებიც თანამშრომლებს მუდმივად სთავაზობენ კორპორატიულ ტრენინგებს, ერთ თანამშრომელზე 218%-ით მეტი შემოსავალი აქვთ.
ეს მიუთითებს, რომ თანამშრომელთა ცოდნისა და უნარების გაუმჯობესება პირდაპირ იწვევს:
· პროდუქტიულობის ზრდას: უკეთ მომზადებული თანამშრომლები უფრო სწრაფად, ეფექტურად და ნაკლები შეცდომებით ასრულებენ დავალებებს.
· ინოვაციების წახალისებას: ტრენინგები ხშირად ახალი ტექნოლოგიების, მეთოდოლოგიებისა და პრობლემების გადაჭრის კრეატიული გზების დანერგვას გულისხმობს, რაც კომპანიას კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს.
ლოიალურობა და ტალანტების შენარჩუნება
კორპორატიული ტრენინგი ძლიერი ინსტრუმენტია თანამშრომელთა გრძელვადიანი ლოიალურობის უზრუნველსაყოფად. როდესაც თანამშრომელი ხედავს, რომ კომპანია ინვესტირებას ახდენს მის პროფესიულ ზრდაში, ის გრძნობს დაფასებას. სტატისტიკა აჩვენებს რომ თანამშრომელთა დაახლოებით 90% დარჩებოდა კომპანიაში, თუ ის მის განვითარებაში ინვესტიციას ჩადებდა.
როგორ აისახება ეს კომპანიაზე:
· კადრების მიგრაციის (Turnover) შემცირება და ხარჯების დაზოგვა
კარგად დაგეგმილი ტრენინგის პროგრამები მნიშვნელოვნად ამცირებს კადრების ცვლის მაღალ მაჩვენებელს (Turnover Rate). როდესაც თანამშრომელი ტოვებს კომპანიას, ეს იწვევს ფინანსურ ზარალს, რომელიც მოიცავს:
· დაქირავების ხარჯებს: რეკრუტმენტი, რეკლამირება, გასაუბრებები.
· ადაპტაციისა და მომზადების ხარჯებს: ახალი თანამშრომლის ტრენინგი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე თვე.
· პროდუქტიულობის დანაკარგს: დრო, სანამ ახალი თანამშრომელი სრულ ეფექტურობას მიაღწევს.
· საუკეთესო ტალანტების მოზიდვა (Talent Attraction)
განვითარებაზე ორიენტირებული კორპორატიული კულტურა მაღალკვალიფიციურ კადრებს იზიდავს. დღევანდელი საუკეთესო პროფესიონალები სამსახურს მხოლოდ ანაზღაურების გამო არ ირჩევენ; მათ სურთ გარემო, სადაც შეუძლიათ გაიზარდონ.
· დადებითი რეპუტაცია: კომპანია, რომელიც ინვესტირებას ახდენს პერსონალში, შრომით ბაზარზე დადებით რეპუტაციას იძენს.
· კონკურენტული უპირატესობა: ტრენინგებისა და მენტორინგის პროგრამების არსებობა ხშირად გადამწყვეტი ფაქტორია იმისთვის, რომ კანდიდატმა აირჩიოს თქვენი კომპანია კონკურენტების ნაცვლად.
· თანამშრომელთა ჩართულობის (Engagement) გაზრდა
თვითგანვითარების შესაძლებლობა ზრდის თანამშრომლის ჩართულობასა და მოტივაციას. ტრენინგები ხშირად საშუალებას აძლევს მათ გააფართოვონ თავიანთი პასუხისმგებლობის სფერო ან მოემზადონ დაწინაურებისთვის. ეს თანამშრომელს უბიძგებს, რომ ხანგრძლივი დროით დარჩეს და მეტი ენთუზიაზმით იმუშაოს.
ადაპტაცია ცვალებად სამყაროსთან
ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ცვლილებები ელვის სისწრაფით ხდება. ტექნოლოგიური პროგრესი, ბაზრის ტენდენციები და მომხმარებელთა მოლოდინები მუდმივად იცვლება. კორპორატიული ტრენინგი არის მექანიზმი, რომელიც ორგანიზაციას ეხმარება იყოს მოქნილი და მზად მომავალი გამოწვევებისთვის.
ის საშუალებას აძლევს თანამშრომლებს:
· შეითვისონ ახალი ციფრული ინსტრუმენტები.
· გაიუმჯობესონ “რბილი უნარები” (Soft Skills), როგორიცაა ლიდერობა, ეფექტური კომუნიკაცია და ემოციური ინტელექტი.
· გაუმკლავდნენ სტრესს და შეინარჩუნონ ბალანსი.
(R)



