„თანამდებობას დაიკავებს ის, ვისაც სურს განაკვეთების შემცირება“ – ტრამპი FED-ის ახალ ხელმძღვანელს 25 დეკემბრამდე დანიშნავს

-ის ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესენტის თქმით, პრეზიდენტი , ფედერალური რეზერვის (FED) ახალ თავმჯდომარეს სავარაუდოდ, 25 დეკემბრამდე დანიშნავს.
FED-ის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ჯერომ პაუელს ოთხწლიანი ვადა მაისში იწურება.
ტრამპმა განაცხადა, რომ ამ თანამდებობას დაიკავებს „ის, ვისაც სურს განაკვეთების შემცირება“,
ბესენტმა წინა თვეში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრამპი მთავარი ბანკირის თანამდებობაზე ხუთ კანდიდატს განიხილავს: FED-ის ამჟამინდელ გუბერნატორებს მიშელ ბოუმენს და კრისტოფერ უოლერს, ყოფილ გუბერნატორს კევინ უორშს, ეროვნული ეკონომიკური საბჭოს დირექტორს კევინ ჰასეტს და BlackRock-ის დირექტორს რიკ რიდერს.