“მაღაზიაში, აფთიაქში, სალონში, მეზობელთან, ავტობუსის გაჩერებაზე, ყველგან, ყველას უთხარით, რომ 19 წლის გოგოები დააკავეს მხოლოდ იმიტომ რომ ძირს რუსული რეჟიმი – თქვეს.
არც გინება.
არც შეურაცხყოფა,
არც თავდასხმა.
ბავშვზე კი არა არა, დიდზე თავდასხმაც არ ყოფილა.
მეტიც, თავისივე სასამართლოში, თავისივე პროკურატურასაც კი ვერ აკადრებინეს, რომ თავდასხმის მუხლით წაეყენებიათ ბრალი.
რამდენი უსამართლო ბრალი “დაამტკიცებინეს” უკანონოდ, კი იცით.
აქ ეგაც ვერ გაბედეს.
რადგან, ვიდეოებში, რომლებიც გავრცელდა, არაფერი მსგავსი არ ჩანს, ბუნებაში არ არსებობს გონიერი ადამიანი, ვინც რამე მსგავსს დაინახავს.
ლევან იოსელიანს მაინც ათქმევინებდნენ რამე ზოგადს, რამეს, საიდანაც აზრს ვერ გაიგებდი და კითხვას კი დატოვებდა.
ეს გოგოები დააკავეს იმ კანონით, ახალი მიღებულით, ე.წ. თანამდებობის პირის, ჩინოვნიკის კრიტიკა რომ გეკრძალება.
წილოსანი და წულუკიანი იტყუებიან, როცა ამბობენ, რომ თავდასხმის გამო ჩასვეს.
თავდასხმასაც მოიგონებდნენ, რომ არა ეს ვიდეოები.
მაგრამ თავდასხმა ვერ მოიგონეს, თავდასხმის მუხლით ვერ ჩასვეს და ახლა ხალხს ატყუებენ.
ბილწად, უსინდისოდ, უსისხლოდ იტყუებიან.
მარიამ ლაშხს ტყუილს ვერც შეედავები, ისეთი საცოდავია, იმ თავის მასონებით.
მხოლოდ ტყუილი მისთვის დღესასწაული იქნებოდა.
არადა, ეს გოგოები იქეთ უნდა უჩიოდნენ მარიამ ლაშხის გარემოცვას, კარგად ჩანს, როგორ იწევს ვიღაც ქალი იქედან ხელებით და როგორ აკავებენ მისიანებივე.
ბავშვების თანდასწრებით, მარიამ ლაშხის სადაქალო, პროტესტისთვის, ადამიანების საცემრად იწევს!
და ამ წრეში, სადაც, რამე თუ არ მოგეწონება, რომ უნდა ცემო, ან საცემრად გაიწიო, რამდენად საშიშია ბავშვის გაზრდა, თუ ადამიანის არსებობს საერთოდ, წესით, სოციალური სამსახური ამას უნდა არკვევდეს.
წესით, ყველა ის ადამიანი, რომელიც ამტკიცებს, რომ 19 წლის გოგოები ჩასვეს ან გინების, ან თავდასხმის გამო, დასჯილი უნდა იყოს ცილისწამების გამო.
კანონი თუ არა, სამყარო დასჯით.
ფლიდობისთვის, ადამიანების არსიყვარულისთვის, ადამიანების დაზიანების ასეთი შეუქცევადი სურვილისთვის.
ასეთი ურცხვი ცილისწამება როგორ უნდა შერჩეთ, როცა იციან, რა მუხლით გაუშვეს ციხეში. წულუკიანი ცხოვრებისეულად ხო და იურიდიულადაც ეგეთი ბრიყვია? – არა, იცის, მაგრამ მაინც ცილს სწამებს!
ეს გოგოები ფიზიკურად წაიყვანეს, ეს 19 წლის გოგოები და ტყუილში, ფლიდობაში, პროპაგანდაში მაინც არ უნდა გავატანოთ.
ამიტომ, სადაც მოგიხერხდებათ, ყველასთან მოყევით და აჩვენეთ, რისთვის ჩაყარეს ციხეში რეალურად.
სიმართლის თქმა ჩინოვნიკისთვის დასჯადი რომ გახდა, ეგ უნდა გაიგოს ამ ქვეყანაში ყველამ!” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თმო კეშელავა.