ჟურნალისტი თამო კეშელავა:
ზოგი წერს, აფხაზეთიდან დევნილ აზა ჩილაჩავას რომ შემოარტყეს ალყა პოლიციელებმა, იმედია, არ იცოდნენ, ვინ იყოო.
ხედავდნენ, რომ დედის ტოლა ქალია, აკანკალებული თითებით, ჩახლეჩილი ხმით, დაღლილი, დაღარული, და მხოლოდ იმიტომ შემოარტყეს ალყა, რომ თქვა: – რუსეთი ოკუპანტია.
იმის ცოდნა, რაც დაინახეს, საკმარისი იყო, სირცხვილად, ტკივილად, საკუთარი ქცევის შეძულებად.
შენი სამშობლოს მტრის დასაცავად დედის ტოლა ქალს რომ უნდა ეომო, – ამაზე საშინელიც თუ არსებობს, ვერც კი უნდა წარმოიდგინო…
აბა, ისიც რომ სცოდნოდათ, რომ დევნილია, ოჯახი არ ჰყავს, სახლი არ აქვს და რუსი ღორების მოკლულ ქართველ ჯარისკაცებს ჩუმად მარხავდა, იქვე უნდა გაეხადათ ფორმა.
და მერე ხომ გაიგეს?
და რა ქნეს, წამოვიდნენ სამსახურებიდან?
დაუბრახუნეს მამაკაცური მუშტი უფროსს მაგიდაზე, ქალზე, დედის ტოლა ქალზე ხელი როგორ აგვაწევინეო?
პროცენტულად ყველაზე მეტი პოლიტიკური პატიმარი საქართველოშია დღეს.
რუსეთსაც და ბელორუსსაც არ ჰყავს პროცენტულად ამდენი პოლიტიკური პატიმარი.
ასეთი დაჩქარებული ტემპით დიქტატურის ბოლო მოსახვევებში მოხვევა, არც ერთ დიქტატორს არ უცდია ბოლო რამდენიმე ათეულ წელში და არ დამთავრდება კარგად.
ცნობისათვის, აი რა განაცხადა დღეს, ბრიფინგზე, დეპუტატმა ირაკლი კირცხალიამ: