თამო კეშელავა: …უცებ გახდა მიუღებელი, მაშინ არც გედია იყო, არც თანამებრძოლი, არც მსახიობი იყო და არც პოლიტიკოსი, ნაცი გახდა მაშინ და წულუკიანის დასაცინი, არამხოლოდ წულუკიანის ოღონდაც

“პატარა ბიჭი გედია კი არა, კაცი, სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლისას, კარგადაც მოსწონდათ, სანამ მათ გუნდში იყო, ისევ მოსწონდათ, მოსწონდათ და როგორც სოსო ყვებოდა, საძინებელში კამერებით დასდევდნენ, აი, როცა შეურაცხყოფილად აგრძნობინეს თავი, როცა, როგორც მოჰყვა, მის ოჯახს თავს დაესხნენ, მაშინ უცებ გახდა მიუღებელი, მაშინ არც გედია იყო, არც თანამებრძოლი, არც მსახიობი იყო და არც პოლიტიკოსი, ნაცი გახდა მაშინ და წულუკიანის დასაცინი, არამხოლოდ წულუკიანის ოღონდაც.
ის კაცი გარდაიცვალა, რომელიც მაშინ გახდა მატყუარა, როცა მათ მოსაწონს აღარ ამბობდა.
ის კაცი გარდაიცვალა, რომელსაც სამთავრობო მედიაში ეთერი არ მისცეს ხელისუფლების სასაყვედუროდ და მერე თავზე დასძახოდნენ, ოპოზიციონერ მედიაში წასვლა როგორ იკადრაო.
შენ ოჯახზე თავდასხმა ვინ იკადრაო, კი არა, არა, თქმა და მოყოლა როგორ გაბედეო.
აფრიალებენ ახლა მის ფოტოებს, მისი ყოფილი თანაგუნდელები, მისი ყოფილი თანამოაზრეები, ფეხზე დამდგარი სოსო რომ ემაყებოდათ და გვერდზე გაწეული, გუნდიდან გასული, დარდადქცეული სოსოს ფოტოები რომ არ გაუზიარებიათ, რომ არ დადგომიან გვერდით და ახლა ცრემლიან სმაილთან ერთად წერენ, გედია წავიდა…
ასე უფრო მარტივია, გედია იყო, მსახიობი, პატარა ბიჭი, თითქოს მხოლოდ ასეთი ახსოვთ, თითქოს მხოლოდ ასეთი უნახავთ.
არა, დარდიანი, ნაწყენი, მისივე მეგობრებისგან შეურაცხყოფამიყენებული, ოჯახზე თავდასხმამოგერიებული, გუნდისგან გაწეული და განწირული კაცი, სოსო წავიდა, ჯაჭვლიანი და ბოდიში, მაგრამ მისი თანამებრძოლებიდან, ვისაც მხოლოდ დღეს გაგახსენდათ, მოგი@@ანთ სამართლიანობა,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელვავა.

ასევე დაგაინტერესებთ