თამო კეშელავა: როცა ხელისუფლება გეუბნება, რომ ტრადიციას იცავს და ამ დროს ჩვენი ტრადიცია, ზუსტად ისაა, რაც ავტობუსებიდან ისმოდა…

“რაც ავტობუსებში მოხდა ჩვენ კი მოგვწონს, მე კი მომწონს და კიდევ მინდა, სხვაგანაც, კი, მაგრააამ…
საუბარია დედაქალაქის მიწისზედა სატრანსპორტო სისტემის გატეხვაზე და სუსი დუმს.
ბოლოს ახალი წელი მოულოცავს.
თბილისის მერმა, მაგ აპარატებს მე არ ვაკონტროლებ, საქ. ბანკთან მაქვს კონტრაქტი, მაგრამ არც ის აკონტროლებს, ორი ქვეკონტრაქტორი კომპანიაა და ისინიო, ორივე დაასახელა, რადგან, დიდი ალბათობით, არ იცის, კონკრეტულად რომელი აკონტროლებს ამ კუთხით.
ეგრე პარლამენტს პარლამენტის დაცვა აკონტროლებს და რუსთაველზე ხალხს სპეცრაზმი სცემს, კახუშ.
რა შუაშია ან მერია ამ ამბავთან, ერთი ავტობუსის გადახდის აპარატი ხომ არ მოიშალა?
დედაქალაქის მიწისზედა სატრანსპორტო სისტემა გატყდა და სუსის საქმეა ეგ.
წარმოიდგინეთ ახლა, ჩვენს მტერს რომ გაეტეხა ეს სისტემა!
წარმოიდგინეთ ახლა, რა განუკითხაობა იქნება სხვა სისტემებში.
ეჭვი გეპარებათ, რომ შუქნიშნების სისტემაც ადვილადხელმისაწვდომი იქნება?
და მეტროს?
და ა.შ. და ა.შ.?
ქვეყანა როგორ ჩამოაქციეს ტიპებმა, რომ დედაქალაქის სატრანსპორტო კომპანია გაფენილია და კომენტარს აკეთებს მერი და ხელს ადებს კონტრაქტორის ქვეკონტრაქტორებს, ეგენი მიხედავენ, მაგათი საქმეაო.
სახელმწიფო სამსახურები რომ ბიძინას კანტორებად გადააქციეს, ტენდერები რომ ისე ტარდება, როგორც ტარდება, სპეციალისტები რომ გაუშვეს, ან აიძულეს წასულიყვნენ და ახლობლები რომ გააფორმეს, იმის ბრალია ცხადია ეს.
არა, ჩვენი აიტი რომ მაგათსას სჯობს, ეგ ცალკე ამბავია და მაინც გატეხავდნენ, ალბათ, რადგან, როგორც სალომე იტყოდა, სადაც უნდა გატეხო, ყველგან უნდა გატეხო და როცა ხელისუფლება გეუბნება, რომ ტრადიციას იცავს და ამ დროს ჩვენი ტრადიცია, ზუსტად ისაა, რაც ავტობუსებიდან ისმოდა და წასაშლელად დასდევს, კი, უნდა ქნა და მეტი მინდა, ხო, მაგრამ, იმაზე მეტი გამოაჩინეს აიტებმა, ვიდრე ხმა და სიტყვებია…
სისტემა დაუცველია.
სისტემა ფულზე დგას მხოლოდ.
სისტემა დგას არაპროფესიონალებზე.
და მერმა არ იცის რა არ ევალება და სუსმა არ იცის რა ევალება.
მხოლოდ კი არ უნდა გავიმარჯვოთ, სწრაფად უნდა გავიმარჯვოთ!
ქვეყნის, შვილების, მომავლის, ზუსტად იმ ტრადიციების გადასარჩენად.
ეს ვალდებულება გახდა ყველა პატიოსანი ადამიანის, ყველა მოქალაქის, ვისაც ქვეყანა უყვარს!” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ნიკა კაციას ორჯერ მოუწია ცივი წყლით ბანაობა, საკანში გაუთიშეს გათბობა – რაც შეეხება კვების ეპიზოდს, უფრო წარსულს ეხებოდა, საკვები არ ხვდებოდა ან „წყალწყალა“ საჭმელი მიჰქონდათ

ვეფხია კასრაძე – შეიძლება მალე „ზებრებმა“ და „პინგვინებმაც“ გაასამართლოს ხალხი, თუ ეს კლოუნადა არ შევაჩერეთ – საზოგადოების უპირველესი დაკვეთა პატიმართა საქმეების გადახედვა უნდა იყოს

თორნიკე შარაშენიძე – თუ ტრამპმა უცებ გადაწყვიტა, „არ მომწონს, როგორ იქცევა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება“, ისეთი ხისტია, შეიძლება მძიმე სანქციები გამოისროლოს და ყველაფერი ერთი ხელის მოსმით დაამთავროს