თამო კეშელავა: მოსამართლე აჯანყდა არა იხვი რა. რატომ გამოუშვეს? ბიძინას უნდა ლეგიტიმაცია, აგერ უკვე აწერინებს ქოცებს რომ თურმე, სასამართლო სამართლიანი ყოფილა, აბა, აგერ, ახობაძე ხომ გამოუშვა?

ჟურნალისტი თამო კეშელავა:
უპირველესად, განუზომლად მიხარია გიორგი ახობაძის თავისუფლება!
დედა რომ ვერ დახვდება სახლში? – დედის სიკვდილსაც “გააბათილებს” მოსამართლე?
ამის გამო გაიმეტეთ დედამისი სასიკვდილოდ? გაუცოცხლებთ ახლა?
გირაოზეც კი უარი უთხარით და დედამისი, რომელსაც ექიმი ახობაძე დამოუკიდებლად უვლიდა, – გაიმეტეთ სასიკვდილოდ.
რეჟიმმა ჯერ ალანძღინა ახობაძე, აწერინა ამ საცოდავ, უტვინო, საკუთარი აზრისარმქონე, სინდისის არმქონე პირებს საშინელებები და მერე დაწერა, რომ პროკურატურა ტყუის და არ ქონდა ახობაძეს ნარკოტიკი.
გამოდის, ჩაუდეს.
გამოდის, ადამიანს ცხოვრების 8 თვე წაართვეს გამიზნულად.
ოცნების მოსამართლემ, ოცნების პროკურორს უწოდა ცრუ, ოცნების პოლიციელს ჩამდები და ოფიციალურად, დაამტკიცა, რომ ქვეყანაში ნარკოტიკის ჩამდებები გვყავს –ში, პროკურატურაში და სუსში. სუსშიც კი, რადგან, რაკი ეგენი ყველგან ყოფენ ცხვირს, პასუხისმგებლობაც გაიყონ.
რატომ გამოუშვეს?
ბიძინას უნდა ლეგიტიმაცია, აგერ უკვე აწერინებს ქოცებს რომ თურმე, სასამართლო სამართლიანი ყოფილა, აბა, აგერ, ახობაძე ხომ გამოუშვა?
იმას აღარ წერენ, რომ არც ერთი ცრუ მოწმე პოლიციელი არ დასჯილა, პროკურორი, ვინც ბრალი ისე დაუყენა, ერთი მტკიცებულებაც არ ქონდა, მინიმუმ გულგრილობის მუხლითაც არ დაისჯება.
ხოდა, ბიძინას უნდა ლეგიტიმაცია და ითამაშებს ახლა, როცა გაინაღდა მერის არჩევნებში ლელო და გახარია, ითამაშებს დემოკრატობანას. მერე ცოტას არჩევნებზე ითამაშებს ლელოსთან და გახარიასთან.
თუ არ გამოვფხიზლდებით, ნაწილობვრივი ლეგიტიმაცია ჯიბეში ექნება, ვერც პარტნიორებს ეტყვი რამეს, გიპასუხებენ, რომ რეზოლუციით ეგ ისედაც გაგაფრთხილეს, გასაგებად, დაგიღეჭეს და ისე გითხრეს, რომ ს მაგის საფრთხეა.
ახლა გვაქვს მოცემულობა ასეთი:
ოფიც დადასტურდა, რომ ნარკოტიკი ახობაძეს ჩაუდეს.
ოფიც დადასტურდა, რომ ახობაძე იყო პოლიტიკური პატიმარი.
ოფიც დადასტურდა, რომ ახობაძის დატყვევება პროკურატურამ მოითხოვა უკანონოდ.
ოფიც დადასტურდა, რომ სასამართლომ გირაოზე უარი უთხრა უკანონოდ, მტკიცებულებების გარეშე, ხომ თავადვე აღიარა, რომ მტკიცებულებები არ იყო საქმეში?
ოფიც დადასტურდა, რომ ამ ქვეყანაში ნარკოტიკების ჩადება მოსულა!
რომ ძალოვანი უწყებები პოლიტიზირებულია.
ეს მოცემულობა დადგა ფაქტით.
და არც ერთი პატიოსანი პოლიტიკოსი, რომ მერის არჩევნებზე არ უნდა გავიდეს ამის მერე, ეგ კი ცხადია, მაგრამ ყველა პატიოსანი პოლიტიკოსის ვალი რომაა, არჩევნებზე გამსვლელებს გადააფიქრებინოს გასვლა, ამისთვის ყველაფერი გააკეთოს – ეგაც ცხადზე ცხადია, ბიძინას ახობაძის და აწი ვისაც გამოუშვებს, მათი გამოშვება უნდა შერჩეს გამოშვებად მხოლოდ და მხოლოდ.
ლეგიტიმაციის საფრთხის აცილება მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი, სხვა გზა თუ იცით, თქვით.
და მაინც, სიხარულთან ერთად როგორ მტკივა და როგორი შეურაცხყოფილი ვარ, ეს რა გვაკადრეს ისევ, გვითხრეს, რომ აი, ასე, მოეხუშტურათ, მოეპრიანათ და “პროსტა”, უბრალოდ გაიმეტეს ახობაძის დედა სასიკვდილოდ, ადამიანი სასიკვდილოდ, მოეხუშტურათ და გამოკეტეს საკანში 8 თვე, მოეხუშტურათ და ცხოვრების 8 თვე გაუჩერეს, მოეხუშტურათ და ჩაუდეს, მოეხუშტურათ და აბულინგეს…
და არ დაგვავიწყდეს, როგორც ახობაძის შემთხვევაში ვიყავით მართლები, როცა მის უდანაშაულობას ვამტკიცებდით, ასეთივე მართლები ვართ სხვა პირებთანაც! და როგორც სტყუოდა რეჟიმი ახობაძესთან, ასევე სტყუის, სხვა დაკავებულებთანაც.
პ.ს.
მოსამართლე აჯანყდა არა იხვი რა.
თუ აჯანყდა, მაშინ უნდა დასაჯონ და დასჯიან, გგონიათ?
თუ აჯანყდა, თუ ინტერვიუებს უნდა არიგებდეს, რომ საკუთარი ოჯახი გადაარჩინოს.
თუ არ ვაღიარებთ, რომ ბიძინა ლეგიტიმაციისთვის დგამს ნაბიჯებს, თუ თავი უნდა მოვიტყუოთ, მაშინ, ბიძინა რასაც უნდა, იმას მიაღწევს და ეგ იქნება ბოლო, ანუ, მდგომარეობა, როცა სულ ერთი იქნება დაგიჭირეს, თუ გარეთ ხარ, არსად იქნები თავისუფალი არც მთლიანად და არც ნაწილობრივ.