“ვისოლმა, კონტრაქტი გაუვიდა ანდროს და ამიტომ ამოვიღე მისი სახე რეკლამიდანო და ყურადღება (!) ახლა ვურეკავთ ოჯახს, თუ დადებენ ახალ კონტრაქტს ჩავსვამთო:)
ვადა გაუვიდა კონტრაქტს პირველ დეკემბერს და ურეკავენ ახლა, როცა ამბავი გასკდა და ხალხის რეაქცია ნახეს:)
ეს არაა პოლიტიკურიო.
ოკ
მაშინ:
პირველ დეკემბერს რატომ არ შესთავაზა ვისოლმა კონტრაქტის განახლება?
თუ პოლიტიკური არაა, ბოდიში და @@@ებო, ბიჭი დაპატიმრებულია უკანონოდ, უსამართლოდ, ძალადობას ვემიჯნებიო რომ წერთ ხოლმე, აქ ხალხი უკანონოდ დაპატიმრებულთა ოჯახებისთვის თანხას აგროვებს და არ უნდა დაგერეკა? არ უნდა შეგეთავაზებინა აქამდე ახალი კონტრაქტი ოჯახისთვის? და ორმაგიც არ უნდა გადაგეხადა ნიშნად გვერდით დგომისა?
ახლა, რომ ამოიღე, მერე ურეკავ?
კი, დაწერა დედამაც, ახლა მირეკავენ და აღარც ვუსმენო.
არც უნდა მოუსმინოს.
და მეორე, ასევე @@@ებო, ბოდიშის გარეშე, მართლა გგონიათ, რომ კონტრაქტის გარეშე ხელის გამოყენების უფლება აქვთ მსახიობის რეკლამაში და მხოლოდ სახის არა?
სახე ამოიღეს და ხელი დატოვეს.
მართლა გგონიათ, რომ კონტრაქტის გარეშე სხეულის რომელიმე ნაწილის დატოვების უფლება აქვთ? ანუ, თუ სახეს არ გამოაჩენენ, მსახიობის სხეულის ფოტოს გამოიყენებენ რეკლამაში უფასოდ?
ანუ, ვინც ამას აპრავებთ, თქვენი მკერდის, უკანალის ფოტოს გამოყენების უფლება აქვთ რეკლამაში, კონტრაქტის გარეშე, თუ სახე არ გიჩანთ? მართლა ასე გგონიათ?
მე ანდროს ადგილას, ამ ვითარებაში, ხელის დატოვების გამო, უზარმაზარ გადასახადს მოვითხოვდი ვისოლისგან სასამართლოთი!
არა, კონკრეტულად სახე ამოიღეს და კონტრაქტი მოიმიზეზეს.
სახე ამოიღეს, იმიტომ რომ ანდროა ჭიჭინაძე, არაქოცი, არარუსი!
და კი, ეს პოლიტიკაა.
ეს რეპრესიებია.
ეს სამარცხვინოზე მეტია,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.