თამო კეშელავა: მამუკა მდინარაძეს ჰქონდა სასწაული წამოცდენა გუშინ და აბა, ვინ შეამჩნიეთ? ისე ზუსტად წამოცდა, რატომაა ეს კანონი რუსული

ს ჰქონდა სასწაული წამოცდენა გუშინ და აბა, ვინ შეამჩნიეთ? ისე ზუსტად წამოცდა, რატომაა ეს კანონი რუსული.
ამერიკული კანონი აწყობს მხოლოდ ამერიკელებსო, ფრანგული, მხოლოდ ფრანგებსო, ავსტრალიური მხოლოდ ავტსრალიელებსო.
ეგაა, მამუკ, ეგააა, ეგ კანონი რომ გამჭვირვალობაზე იყოს, იქნებოდა ზოგადი, და მაშ, რატომაა ასეთი კონკრეტული ყველა ქვეყნისთვის და განსხვავებული? ხო, მამუკ, ხო, იმიტომ რომ უსაფრთხოებაზეა, კონკრეტული ქვეყნის საჭიროებებზეა, ყველა ქვეყანას თავისი სია აქვს იმ ქვეყნების, ვისგანაც საფრთხეს ელის.
მეტიც, პუტინის კანონიც მხოლოდ პუტინს აწყობს!
და მეტს არავის.
რადგან პუტინი დასავლეთს თვლის მტრად.
და ბაც და მხოლოდ საქართველოს კანონი აწყობს საქართველოს კი არა, არამედ რუსეთს, რადგან, ჩვენ, სგან 20 პროცენტ ოკუპირებული ქვეყანა ვამბობთ, რომ პუტინის მტრები და ჩვენი პარტნიორები, ჩვენი მტრები არიან.
ყველა ქვეყნის საფრთხე განსხვავებულია და მხოლოდ ჩვენი და პუტინის საფრთხე “ემთხვევა”, მამუკ?
ეგაა, მამუკ, ეგ.
გცოდნია, ხომ, რომ ეგაა, მამუკ?
ხომ გცოდნია?
შევაჯამოთ, ერთად, მამუკ:
ამერიკული კანონი აწყობს ამერიკელებს, ფრანგული ფრანგებს, ავსტრალიური ავსტრალიელებს, პუტინის – პუტინს და ქართული – პუტინს.
ამაზე უკეთ, შენ გარდა, მგონი, ვერავინ ახსნა რატომაა ეს კანონი რუსული.
ასე მოკლედ თან და ასე გასაგებად.
მადლობა, მამუკ.
ბოლო სერიაში, დასავლეთის აგენტი იქნები, ოცნებაში შეპარული, მეორედ გეუბნები და მესამედაც რომ გეტყვი, იქნება და კი აგიხდეს.
მამუკ, შე მამუკოვიჩო,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.

ასევე დაგაინტერესებთ