ჟურნალისტი თამო კეშელავა:
კობახიძემ, ბაჩიაშვილმა აღიარა და ზიანი აანაზღაურა და იმიტომ გავუშვითო.
ანუ, ქურდებმა, ყაჩაღებმა, თაღლითებმა – რომ აღიარონ და აანაზღაურონ – ყველას გაუშვებთ, ხომ?
არაა? – რატომ? კანონია, თუ ჭრელო პეპელა?
ვინც ქურდობისთვის, ყაჩაღობისთვის, თაღლითობისთვის, გაფლანგვისთვის და ნებისმიერი ზიანის მიყენებისთვის ზის – შეუძლია ახალ გარემოებად გამოიყენოს ბაჩიაშვილის პრეცედენტი და მმართველი გუნდის ლიდერის სიტყვები და გაასაჩივროს თავიდან.
სხვათა შორის, კობახიძეს არ უთქვამს, რომ ეს მხოლოდ ფინანსურ ზიანს ეხება – ამიტომ, მკვლელებმაც რომ გაასაჩივრონ და მოძალადეებმაც, ამ ქვეყანაში, ამ მმართველი გუნდის პირობებში, ამ “სამართლით”, – ეგაც კი მოსულა.
სამართლიანობა და სამართალი არასოდეს იყო იდენტური, მაგრამ ერთმანეთისგან ასე დაშორებულიც არასოდეს ყოფილა…




