თამო კეშელავა: ვინ დაამტკიცა და როდის რომ მაკარონია პირველადი პროდუქტი? ან საიდან მოიტანეს რომ წიწიბურაა პირველადი პროდუქტი? მაგის ყიდვას ისედაც ახერხებდნენ

ჟურნალისტი თამო კეშელავა:
ძალიან საინტერესო პროცესია ეს ფასების ამბავი – ნახეთ, როცა კობახიძეს და მინისტრებს არ ეყოთ ფული, რა გააკეთეს? – ხელფასი გაიზარდეს.
როცა ატყდა ამბავი რომ პენსიონერს 20 ლარი დაემატა და მათ ათასები – მოდით, მაკარონის, წიწიბურას ფასს დავაკლებთ ცოტასო~ გვეუბნებიან.
სხვათა შორის, ხორცის, ყველის, ხილის ფასზე არც არავინ საუბრობს.
ვინ დაამტკიცა და როდის რომ მაკარონია პირველადი პროდუქტი? ან საიდან მოიტანეს რომ წიწიბურაა პირველადი პროდუქტი?
მაგის ყიდვას ისედაც ახერხებდნენ.
შაქარი? და ჭამოს კობახიძემ მაკარონი და მიაყოლოს შაქრიანი წყალი – რად უნდა მაგისთვის ამხელა ხელფასი?
ანუ, მათ დააკლდათ ფული და დაიმატეს ჩვენი ჯიბეებიდან ფული.
ხალხი მშიერია და ეუბნებიან, ფული რად გინდათ, გასწავლით როგორ დაზოგოთო, როგორ ჭამოთ იმ კაპიკებით, რაც გაქვთო.
ბაზარზე არის რძე, რომელიც ღირს 2,50 ლარი. უბანძესი რძეა, მისი დალევა რანაირად შეიძლება? დამაინტერესა, ვიყიდე, მე არ ვიცი ეგ რა ჯანდაბაა.
ამ ნაგავს დააკლებენ 10 თეთრს, ან 5 თეთრს და იტყვიან, რომ – გაიაფდა.
ან ზეთი – რუსული, სრულიად ნაგავი ზეთია უმეტესად ბაზარზე – აქციით 3 ლარი ღირს ხოლმე.
მოკვდება ადამიანი ამ საზიზღრობის ჭამით, გადაუგვარდება ორგანიზმი! დედა ეტირება!
ამ ზეთს დააკლებენ 3 თეთრს და მოუმატებენ 20 თეთრს ნორმალურას, იგივეს რძეზე. ყველს და ხორცს ისედაც ვერ ყიდულობს პენსიონერი.
კინოში ვერ დადის, სტომატოლოგთან ვერ დადის,
ოღონდ ხელფასი და პენსია არ გაიზარდოს და მოიგონეს ახალი ბლეფი + მაღაზიების კონტროლით.
ექიმი წერდა ამას წინათ, 700 ლარიც არ გამომივიდა ხელფასიო.
პენსია კი იცით.
იმის ნაცვლად, რომ მოემატებიათ პენსიონრებისთვის, საჯარო სამსახურებისთვის, კონკურენცია შეექმნათ, იმის ნავცვლად, შრომის უფლებები კონტროლდებოდეს, ხარისხი კონტროლდებოდეს, კონკურენტული გარემო იქმნებოდეს – მე მოვიმატე ხელფასი ხალხის ფულით და ამ გაჭირვებულ ხალხს პირველად პროდუქტზე დაუკლოს ბიზნესმაო.
მოდი, საარსებო მინიმუმს გავზრდიო, კი არა.
ან საათობრივ ხელფასზე ქვედა ზღვარს დავაწესებო, კი არა.
არა, მოდი, ბიზნესმა გადაწყვიტოს რაზე დაუკლოს ის 2 თეთრიო.
დაუკლებს იმ აყროლებულ რძეზე და საწამლავ ზეთზე.
სულ ეგაა.
თავად ხელფასი გაიზარდეს, რომ გემრიელად მიირთვან, იმოგზაურონ, გაერთონ და პენსიონრებს, მოდი, მაკარონზე დავუკლებთ 3 თეთრსო.
თუ კარგ რამეს სთავაზობ, მოდი, პირიქით გააკეთე, პენსიონერს მოუმატე ათასი ლარი და შენ იყიდე ის, ბიზნესის ფასდაკლებული!
ხომ ხალხის ფულით იზრდი ხელფასს და პენსიონერს გაუზარდე და შენ გეყოფა, ხომ აკლებს ბიზნესი პროდუქტების ფასს?
ა, შენ რასაც ჭამს, იმას არა, ხომ?
ე, მაგაშია საქმე!

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ბიზნესის თავისუფლება არის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი, რომლითაც ვამაყობთ 2012 წლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, არ შევეხებით არავითარ შემთხვევაში ბიზნესის თავისუფლებას, მაგრამ…

ალექსანდრე დარახველიძე ვანდალიზმის ფაქტებზე: მსგავსი ტიპის ქმედებაზე ძირითადად რეაგირებდნენ მუნიციპალური სამსახურები, თუმცა მუნიციპალურ სამსახურებს არ აქვთ ის ტექნიკური და სამართლებრივი შესაძლებლობები, რაც გააჩნია პოლიციას