თამო კეშელავა: ესაა ქოცობა, ქოცური შებრალებაც ესაა, ქოცური მეგობრობაც და ქოცური სამართალიც

ჟურნალისტი თამო კეშელავა:
ქოცები ამოხტნენ ორ რამეზე – დიდი ოდენობით კორუფცია და ლუკა ძაძამიასნაირების დაწინაურება.
მეტი არაფერს ეგენი არ შეუტოკებია, – ფული და თანამდებობა.
ფულმა განსაკუთრებულად დასცათ თავზარი– იმიტომ კი არა, რომ ღატაკი ქვეყნის პენსიონრებს და ბავშვებს მოპარეს მათმა მინისტრებმა ეს ფული, არა, იმიტომ რომ მათ არ გაუყვეს, მათ მიუგდეს კაპიკები, – ჩვენ კაპიკებად “გვაპრავებინებენ” და თურმე, რამდენს იპარავდნენო – ეგ აწუხებთ მხოლოდ.
რომ არ გაუყვეს ფული, ის აწუხებთ.
და კიდევ ის, ჩვენ ამდენი წელია “ვაპრავებთ” და თანამდებობებზე ლუკასნაირებს ნიშნავენ და ჩვენ არაო.
სულ ესაა მათი წუხილი.
არც უკანონო დაკავება, არც რუსული კანონები, არც ბავშვების მომავლის ჩაკვლა, არც ციხეში პრობლემები, არც პატიმრების გაშიშვლება, არც ევროპის გზიდან გადახვევა – არაფერი სხვა არ ადარდებთ, სკლინტიან რძეს ვსვამთო, იმიტომ რომ ქოცისაა, ვიდეოებს იღებდნენ და აპიარებდნენ.
მიშას რომ ეჭმია მათთვის, არც მაშინ ამოიღებდნენ ხმას, გამოდის და ამას რომ ვეუბნებოდი, სწყინდათ და აჰა, ბატონო, მეტი მტკიცებულება რაღა გინდა.
ეგ ამოღებული ფული როგორ გადანაწილდებაო, მაგაზე სწუხდნენ, თორემ, წავიდეს მთავრობა რომელიც ბავშვებს და მოხუცებს ქურდავსო კი არა.
მართლა რომ ადარდებდეთ ან პენსიონრები, ან ბავშვები, აქციასაც გამართავდნენ და მართლა ფიწლებითაც გამოვიდოდნენ, ისეთები ხდება ქვეყანაში.
იმისთვისაც მზად არიან, მანჩო გიორგობიანს იძულებითი ფსიქიატრიული შემოწმება გაატარონ და გამოკეტონ საზიზღარ პირობებში, ცხადია, ემანდ და “კეთილი მიზნებით”.
ხო, მანჩო გიორგობიანმა სასამართლოზე ორი რამ თქვა საინტერესო – როდის აიკრძალა სხომების გადაღება, რას ქვია აიკრძალაო, არ სცოდნია, სანამ მას არ შეეხო და ძალიანაც გაუკვირდა, მას რომ შეეხო, ანუ, არ თვლის სამართლიანად მისი სხდომის გაშუქების აკრძალვას, მაგრამ არავის, არავის, ვინც მის ფსიქიატრიულში გამოკეტვას ითხოვს თითქოსდა მასზე დარდით, ხმა არ გაუღია და მისი უფლება არ დაუცავს და მეორე, მოსამართლეს ჰკითხა, რატომ არ უშვებ ჩემებს დარბაზშიო და მოსამართლემ, ყველა შემოვუშვი ვინც მოვიდა, არ მოსულა მეტი არავინო.
ესაა ქოცობა, ქოცური შებრალებაც ესაა, ქოცური მეგობრობაც და ქოცური სამართალიც.