თამო კეშელავა: დაიწყო ახალი კამპანია – მოუხადე ბოდიში, თქვი ბოდიში, ბოდიშიიი…

“დაიწყო ახალი კამპანია – მოუხადე ბოდიში, თქვი ბოდიში, ბოდიშიიი…
და იმან მომიხადა ბოდიში, ჩვენ შვილებს რომ სცემდნენ და მაგ დროს იმ არხზე იჯდა, საიდანაც, ჩვენ ნაცემ შვილებს ლანძღავდნენ?
იმან მომიხადა ბოდიში, ქვეყანას რომ რუსეთში მიათრევს მთავრობა და არ ეწინააღმდეგება?
თუ მართლა არ უთქვამს ფეხბურთელისთვის და პოლიტიკოს კობიაშვილს უთხრა, ხალხმა რომ არ დაუჯერა, იქნება და დაფიქრდეს?
თუ მართლა პოლიტიკოსს კობიაშვილს უთხრა, და ხალხს შეეშალა, ეს იმისგან განსხვავებით, რასაც შეგნებულად აშავებენ, სულ სხვა ტიპის შეცდომაა.
თუ არადა, ეტიპოს ახლა ხალხს, მე არ გავაკეთებ კომენტარს, მარა ვაკომენტარებ და ასე არ იყოო.
თუ არადა, ეჯიბროს ახლა ხალხს, რომლის დასაცავადაც მის არხს არ მიუბრუნდა და არ ჰკითხა: – რა ჯანდაბას აკეთებთ? ქვეყანას და ხალხს ღალატობთ?
–იცი რააა, ინერვიულა…
თუ ჩვენი შვილების ცემაზე ნერვიულობამ ბიჯი ვერ გადაადგმევინა, კარგი ნერვები ჰქონია, თუ ამდენმა უსამართლობამ პროტესტი არ გაუჩინა, ეს იმასთან უწყინარი ამბავია.
და მაინც, ბოდიშს ისინიც ვიხდით, ვინც წუხელ გავჩუმდით?
თქვენ კომენტარებს კი ვნახულობდი, დედა, ეს რა ქნაო და მე ჩუმად ვიყავი და მაინც ვბოდიშობ–თქო?
თუ რანაირადაა, რომ მაცნობოთ.
ოკ, ბოდიში, დიმა, რომ ვერ მოვედი და ვერ გამოგათრიე იმედიდან, იმ ადგილიდან, საიდანაც ჩვენ ნაცემ შვილებს საკუთარი თავების ცემას აბრალებენ.
ბოდიში, იქ რომ დაგტოვე, სადაც ლექსო ლაშქარავას მკვლელობა ლექსოს დაბრალდა ლაშქარავას.
“დაბრო?”
ამოვედი ვალიდან?” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.

ასევე დაგაინტერესებთ