თამო კეშელავა: აღიარებას მიცემთ ოცნებას და მაშველი რგოლი ხართო, გითხრეს და მეტი რა უნდა გითხრან?

ჟურნალისტი თამო კეშელავა:
პროევროპელები ვყოფილვართ ბოიკოტში, გამოდის.
ევროპარლამენტის რეზოლუცია თუ ნახეთ, – ასე გამოდის ზუსტად, ერთი–ერთში.
აღიარებას მიცემთ ოცნებას და მაშველი რგოლი ხართო, გითხრეს და მეტი რა უნდა გითხრან?
ესაა ღალატი, აბა, რა არის? – სიბეცე?
და თუ ეგეთი ბეცები ხართ, რაღა ჩვენს ლანძღვაში ხართ ნიჭიერები?
ახლა დაფიქრდით, არჩევნებაპარტიები ვინ ხართ, ვის მხარეს, რანი ხართ, რაზე მიდიხართ და რას უშავებთ სამშობლოს, რას უშავებთ ქართველ ხალხს.
დაგვიანებულია, ალბათ, მაგრამ ჩვენი შვილები ისეთი კეთილები და მშვიდობიანები არიან, არ ვიცი, იქნებ, კი მიგიღონ უკან, ოღონდ, ნდობაზე, აწი – ბოდიში!
რაც თქვენ იკადრეთ, როგორც გვაწვებოდით, როგორ ცდილობდით ჩვენს ნებაზე იძულებას, არ ვიცი, იქეთ, ევროპაში კიდევ რა სცადეთ, სახლში როგორ დაუპირისპირდით პოლიტპატიმრებს და მათ ოჯახებს, ეგაც კი როგორ იკადრეთ, ჩვენს ქუჩაში მდგომ ახალგაზრდებს დაუპირისპირდით და მართლა არ ვიცი, ამის ფასი რა უნდა იყოს!