,,თავისუფლების მოედნის” ერთ-ერთი ლიდერი თამთა ჯოლოხავა:
კლასში მგონი 34 ვიყავით, აქედან მაქსიმუმ 3 იაზრებს რაც ხდება და შიგადაშიგ აფიქსირებს აზრს. დანარჩენები აპოლიტიკურები არიან (შემდეგში სანამ ამ სიტყვას ახსენებთ, მე მაინც მომწერეთ და აგიხსნით რას ნიშნავს, თუ ვერ გუგლავთ
)

უნივერსიტეტში 80 ვიყავით ან ცოტა მეტი – 8-10 ადამიანი ძლივს მახსენდება აქტიურად ჩართული პროტესტში (აქ დაგუგლვის პრობლემა არაა, უფრო რთულადაა საქმე).
დემოკრატიის სკოლები 1000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა – ჩემს ხელში 400-ზე მეტმა და ისეთები ხართ ჩუმად, წარმატებულ, პროგრესულ ადამიანებად რომ პოზიციონირებთ (The audacity ?). დღევანდელი ქოცებიც ეგრე იქნებოდნენ თქვენს ასაკში 

სხვა წრეებიც მყავს ნაცნობ-მეზობელ-მეგობრების, არც ისინი იხევენ კალთას აზრის მინიმალურად მაინც დაფიქსირებით. სასტიკი დარბევის დროსაც უშუბლისძარღვოდ სხვა პლანეტაზე იჭერდნენ პეპლებს 

მინდა უბრალოდ იცოდეთ, რომ ყველას გხედავთ და იცით როგორ? ყველა ფოტოზე, სადაც ევროპული ქალაქი გიმშვენებთ ფონს, მაერორებს. მაერორებს იმდენად შეუსაბამო ხართ ზოგიერთები მაგ ყველაფერთან. 404 NOT FOUND – ასე ვხედავ.
ასევე უინტერესოა თქვენი ყველა “ლუქი, სელფი, ლაგჟერი” ფოტო, როცა ნაწამები ადამიანების კადრებს მიაქვს ინტერნეტი.
ეჭვი მაქვს, ამ სტატუსს თუ ვინმე ნახავთ, ჩატებში ააფრიალებთ, ამიტომ იქნებ ასე მაინც გაიგოთ, რომ ვკვდებით, როგორც ქვეყანა.
იქნებ ასე მაინც გაიგოთ, რომ:
















—— სია უსასრულოა ——
ჩამოთვლილთაგან ერთზე მაინც რომ ამოგეღოთ ხმა, ამხელა ჩამონათვალი არ იქნებოდა.
თუ ეს სტატუსი ვინმეს გულზე მოგხვდებათ და განაწყენდებით, განაწყენდით, გაბრაზდით ჩემზე, ოღონდ რამეზე მაინც დაფიქრდით.
დუმილი ამ პირობებში გაუმართლებელია, რა გამართლების მოძებნასაც არ უნდა ცდილობდეთ. ძალიან არ მინდა, მაგრამ გარდაუვალია საკუთარ ტყავზე არ იწვნიოთ ის, რასაც ახლა უყურებთ მდუმარედ, რადგან სხვის თავს ხდება, თქვენსას ხო არა.
დიდხანს ვიკავებდი თავს ვრცელი დამამუნათებელი სტატუსისგან, მაგრამ ამდენი უსამართლობა რა მოთმინების ფიალამ უნდა დაიტიოს.
სიძულვილში ნუ ჩამითვლით, არ მძულხართ -არაა ჩემი. უბრალოდ, მტკივნეულია ამ დოზით იმედგაცრუება.
ფეისბუქის გაუქმებაც ბევრჯერ ვიფიქრე, მაგრამ იმ იმედს ვებღაუჭები, რომ ერთ ადამიანამდე მაინც მივიტან სათქმელს.
თქვენთან ერთად თუ თქვენ გარეშე, ამ ბრძოლას მაინც ბოლომდე მივიყვანთ და გამარჯვებით დავასრულებთ. მე ერთად მირჩევნია.