თამთა მეგრელიშვილი: 20 იანვარი გლობალური პოლიტიკური ცვლილებების დასაწყისი იქნება

ტრამპის გაპრეზიდენტება პოლიტიკურ ნაწილში ბევრ რამეს ძირეულად შეცვლის, რაც ქართული სახელმწიფოსთვის იქნება კარგი შესაძლებლობა იმის, რომ თავაწეულებმა, მეტი პოლიტიკური გამბედაობით დავიცვათ ის ღირებულებები, რომელიც ფასეულია ჩვენთვის და ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტისთვის, – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა და დასძინა, რომ 20 იანვარი გლობალური პოლიტიკური ცვლილებების დასაწყისი იქნება.
მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციისთვის აკერმანის ტრენინგები ერთგვარი სამოქმედო კონსტიტუციაა.
„20 იანვარი გლობალური პოლიტიკური ცვლილებების დასაწყისი იქნება. მოხარული ვარ, რომ საქართველო თანხვედრაშია ტრამპის და მისი ადმინისტრაციის მიერ გაჟღერებულ ღირებულებებთან. ვფიქრობ, რომ საერთო ღირებულებებისა და ბევრი სხვა ნიუანსის გათვალისწინებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს სახელმწიფოს შორის, პოლიტიკური საუბრის ენა, რა თქმა უნდა, საქართველოს სასარგებლოდ რადიკალურად შეიცვლება. ამის შემდეგ ოპოზიციური სპექტრი და მასთან აფილირებული აბსოლუტურად ყველა ძალა დაფიქრდება იმაზე თუ რამდენად ღირს ჩვენთან ბრძოლა. რეალურად ჩვენ ვხედავთ, გავეშებულ ბრძოლას ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაშიც მხოლოდ ოპოზიციის სახით ეს აგენტურული კლანი არ არის ჩართული, არამედ უფრო მასშტაბურია. ადგილი აქვს გარე აქტორების მიერ დაკვეთილი პოლიტიკური დავალების შესრულებას.
ოპოზიციური სპექტრისთვის აკერმანის ტრენინგები თუ გეგმა არის ერთგვარი სამოქმედო კონსტიტუცია. ანუ ამ რადიკალებს სხვა არაფერი დარჩენიათ თუ არა ქართულ სახელმწიფოსთან, ქართველი ხალხთან და ამომრჩეველთა უმრავლესობასთან დაპირისპირება.
ტრამპის გაპრეზიდენტება პოლიტიკურ ნაწილში ბევრ რამეს ძირეულად შეცვლის, რაც ქართული სახელმწიფოსთვის იქნება კარგი შესაძლებლობა იმის, რომ თავაწეულებმა, მეტი პოლიტიკური გამბედაობით დავიცვათ ის ღირებულებები, რომელიც ფასეულია ჩვენთვის და ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტისთვის,“ – განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბიშვილმა ესტონეთის პრეზიდენტთან ჩაი დალია, ლატვიის პრეზიდენტთან ერთი ფოტო გადაიღეს კუთხეში, ვნახეთ მათი მიმართვები – მეხუთე პრეზიდენტი, ნომრითაც აფილირებული ხდება „ნაცმოძრაობასთან“

მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები ბალტიისპირეთის კაპრიზებს არ აჰყვნენ, გაარღვიონ ეს მანკიერი წრე და სწორ გზაზე დააბრუნონ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები

მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი პირველი პოლიტპატიმარი იყო- ზუსტად 21 წლის შემდეგ, სწორედ მამუკა მდინარაძემ გამოაცხადა ისტორიული გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის შესახებ