: ოპოზიციავ, ნუ გადაკვეთთ წითელ ხაზებს, თორემ თქვენ წინააღმდეგ ქუჩაში ხალხი მართლა გამოვა

„დანაშაულებრივი ჩანაფიქრია, დაპირისპირება და ამაში ჩვენი ძმების ქისტების ჩართვა,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი . კომენტარში ექსპერტი აფასებს ოპოზიციის მცდელობას გააღვივოს ეთნიკური შუღლი ქართველებსა და ქისტებს შორის.
თამთა მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ რადიკალები იმდენად არიან თავზეხელაღებულები, რომ უკან დასახევ გზას არ ტოვებენ და მზად არიან ყველაფერზე წავიდნენ.
„ოპოზიცია წითელ ხაზებს კვეთს, მათთვის ყველაფერი სულერთია, სურთ მხოლოდ სისხლისღვრა და დაპირისპირება. ამისთვის არ ერიდებიან საკუთარი მიზნებისთვის ჩვენი ძმების ქისტების გამოყენებას. ჭავჭავაძის N2-ში მდებარე სუპერმარკეტ ,,სპარის” უკან იმყოფება 10-მდე ქისტი პირი, რომლებიც იღებენ ალკოჰოლურ სასმელს და აცხადებენ რომ ,,მზად არიან ბრძოლისთვის და დაჯახებისთვის”. დანაშაულებრივი ჩანაფიქრია, დაპირისპირება და ამაში ჩვენი ძმების ქისტების ჩართვა. ოპოზიციავ, ნუ გადაკვეთთ წითელ ხაზებს, თორემ თქვენ წინააღმდეგ ქუჩაში ხალხი მართლა გამოვა,“ – წერს თამთა მეგრელიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ლაშხი ტატა ხვედელიანს: თუ პოლიტიკური კომენტარის გაკეთება გინდოდათ შეგეძლოთ და გამიკვირდა კიდეც, რომ არ დასვით და არ დაიცავით იმ ხალხის ინტერესი, რომელთაც, ალბათ, ახლა მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ფარგლებში რიგით მერვე ეროვნული კონფერენცია გამართა