თამთა მეგრელიშვილი ოპოზიციაზე: საბოლოო ჯამში, არჩევნებს ეს ძალები …

“ნაციონალურ მოძრაობას” 2024 წლის ს შედეგით უნდა ვუთხრათ მყარი უარი პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობაზე, რადგან ქართულ სახელმწიფოს სჭირდება სტაბილური გარემო, მშვიდობა და განვითარება და ხელოვნური რყევები რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” და სხვა დესტრუქციულნი იწვევენ პოლიტიკურად დაკარგული დროა და ქართულ სახელმწიფოს ართმევს დიდ შესაძლებლობებს,” – ასე ეხმაურება “ხალხის ძალის” წევრი საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას.
მეგრელიშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი სექტემბერში თანამდებობიდან გადადგომას ფიქრობს, რათა სათავეში ჩაუდგეს რადიკალური ოპოზიციის გაერთიანებას, მაგრამ ე.წ. “სალომეს ფანჩატურს” დიდი პერსპექტივა არ აქვს.
“საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება და პოლიტიკური ეიფორია, რომელიც შეინიშნება, სავსებით ლოგიკურია. წინასწარი კვლევები ცხადყოფს, რომ მმართველი გუნდი საპარლამენტო არჩევნებში 55-60%-ს მიიღებს, ნაცმოძრაობა – 15-20%-ს, ხოლო 10% განაწილდება იმ პარტიებზე, რომლებიც ბარიერს ვერ გადალახავენ. გასანაწილებელი რჩება დაახლოებით 15%, რომელიც 5-6 სუბიექტს შორის ისე არის დანაწევრებული, რომ 5%-იან ბარიერს ვერცერთი მათგანი ვერ ლახავს. სურათი მძიმეა და სწორედ ამიტომ გლობალური ომის პარტიის მთავარი საზრუნავია, ეს 5-6 სუბიექტი ისე შეკრას, რომ ზემოხსენებულ 15%-ს ერთად მოუყაროს თავი, რათა ნაცმოძრაობამ და მისმა ფსევდოშუაშისტურმა დანაყოფმა ერთად 30-35% მოაგროვონ.
2024 წლის არჩევნები სამართლიან პოლიტიკურ ქულას დაუწერს მონაწილე ძალებს, ეს იქნება უპრეცედენტოდ გამჭვირვალე არჩევნები, რომელიც სპეკულაციის ადგილს არ დატოვებს. ამ მაღალი სტანდარტისა და ხარისხის პირობებში კოლექტიური ნაცმოძრაობის რეანიმირება რთული იქნება, ეს ძალები არ დასჯერდებიან პოლიტიკურ ფეილს და ქუჩაში გამოვლენ. ამ პროცესებისათვის უკვე ხდება ახალგაზრდების გადამზადება.
კითხვაზე – ეს ძალები არჩევნებისთვის უფრო ემზადებიან თუ ქუჩის პროცესებისთვის? პასუხი მარტივია, მათთვის ქუჩის პროცესები ერთადერთი საშუალება და გამოსავალია მათი დესტრუქციული განწყობებისა და ძალის საჩვენებლად.
ცხადია, ფსონი დაიდება ქუჩურ “პოლიტიკაზე”. საბოლოო ჯამში, არჩევნებს ეს ძალები ვერც ასე და ვერც ისე ვერ მოიგებენ, ვერც არჩევნებით მათთვის ნათქვამ “არა”-ს უგულებელყოფენ და პოლიტიკურ ფეილს აღიარებენ. 2024 წლის საარჩევნო შედეგი მათთვის 2028 წელს პოლიტიკური მელოდიის გაგრძელება იქნება. ღიმილის მომგვრელია, როცა გლობალურ ომის პარტიას საგანგებოდ გადანახული, მის მიერ არაერთხელ შეურაცხყოფილი ეიმედება. სალომე ზურაბიშვილს პირდაპირ მიეცა ფსევდოშუაშისტური პარტიის, ანუ „სალომეს ფანჩატურის“ დაფუძნების დავალება.
ის ამ დავალების შესასრულებლად პრეზიდენტის თანამდებობიდან სექტემბერში ფიქრობს გადადგომას. გამორიცხულია, ზურაბიშვილის, ლომჯარიას, ხაზარაძის, გახარიას, მელიას, გვარამიას, ჯაფარიძისა და ხოშტარიას ერთობა ვერ გაიყიდება არანაცურ გაერთიანებად.
ასე რომ, „სალომეს ფანჩატურს“ დიდი პერსპექტივა არა აქვს. მთავარია, მან 5%-იანი ბარიერიც ვერ გადალახოს, რომ კოლექტიურ ნაცმოძრაობას 2028 წლისთვის ძალების აღდგენის მინიმალური შანსიც არ დავუტოვოთ. “ნაციონალურ მოძრაობას” 2024 წლის არჩევნების შედეგით უნდა ვუთხრათ მყარი უარი პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობაზე, რადგან ქართულ სახელმწიფოს სჭირდება სტაბილური გარემო, მშვიდობა და განვითარება და ხელოვნური რყევები რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” და სხვა დესტრუქციულნი იწვევენ პოლიტიკურად დაკარგული დროა და ქართულ სახელმწიფოს ართმევს დიდ შესაძლებლობებს. 2024 წელს არა კოლექტიურ ნაცებს! არა საქართველოში ანტიქართულ პოლიტიკურ ძალებს!” – წერს მეგრელიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული ზაზა გვიმრაძე-შემიყვანეს ოფიცრის ოთახში. ორი კაცი ჩამოჯდა მაგიდაზე, ორივემ ერთობლივად მუხლი მოიქნია და ჩამარტყეს. სუნთქვა დამეკეტა, სკამიდან გადავვარდი, ზემოდან მადგას ოფიცერი და ჯვარზე და თავზე მაფურთხებს

“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ზაზა გვიმრაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე: მანქანაში რომ ჩაგვსვეს, ვუყურებ სამხედრო ყუთები დევს იარაღის. უნდოდათ, რომ ჩვენ დავეხოცეთ, ეს იარაღი დაეწყოთ და კაი კინოს გადაიღებდნენ აი აჯანყებას აწყობდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგო

“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ნიკოლოზ გოგუაძე გლდანის ციხეზე: ისე ვიცხოვრე 31 წლამდე კაცის ხმამაღალი ტირილის ხმა გაგონილი არ მქონდა, პირველი იქ გავიგე კაცების მასიური ტირილი. ყოველი დღე ვიღაცის კვნესით, ტირილით, კივილით იწყებოდა -მარტო იქ ყოფნა განადგურებდა

გურამ მაჭარაშვილი ელჩებს – 4 თვეა კომისიის სხდომები მიმდინარეობს და დღემდე არც ერთ მათგანს კომენტარი არ გაუკეთებია. დღეს საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ მათ მიერ მონათლულ „ ევროპული ღირებულების“ პარტიას დაუჭიროს მხარი- ეს არის ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა, რასაც აუცილებლად ექნება პასუხი