თამთა მეგრელიშვილი: გიორგი კალანდარიშვილის იმიჯის შელახვის მცდელობა მიზანმიმართულად გრძელდება

„ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის იმიჯის შელახვის მცდელობა მიზანმიმართულად გრძელდება რაც დროში იმ პერიოდებს ემთხვევა როდესაც დღის წესრიგში ცენტრალური საარჩევნო კომისიის () თავმჯდომარის არჩევის საკითხი დგება,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, არ არსებობს არანაირი ფაქტი, რომელიც კალანდარიშვილის პროფესიული საქმიანობის მიმართ კითხვის ნიშნებს გააჩენს ან რაიმე ფორმით მიკერძოებას დაადასტურებს, თუმცა, ამის მიუხედავად, კონკრეტული პოლიტიკური ძალები მისი მოშორების გეგმით მოქმედებენ. მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ 2024 წლის ს “ჩასაგდებად” ოპოზიციური ძალა უკვე მომართულია და მას ზურგს უმაგრებს საქართველოს “დაუძინებელი მეგობრები”.
„ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის იმიჯის შელახვის მცდელობა მიზანმიმართულად გრძელდება რაც დროში იმ პერიოდებს ემთხვევა, როდესაც დღის წესრიგში ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის არჩევის საკითხი დგება.
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს არანაირი ფაქტი, რომელიც მისი პროფესიული საქმიანობის მიმართ კითხვის ნიშნებს გააჩენს, არ არსებობს არანაირი ფაქტი რომელიც მის რაიმე ფორმით მიკერძოებას დაადასტურებს, არ არსებობს არანაირი ფაქტი, რომელიც მისი თავმჯდომარეობის დროს ჩატარებული არჩევნების ხარისხს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს, კონკრეტული პოლიტიკური ძალები მისი მოშორების გეგმით მოქმედებენ.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დაიგეგმა, მაგრამ ვერ განხორციელდა მასზე პირდაპირი თავდასხმა თუმცა ეს ფაქტი მასზე ფსიქოლოგიური გავლენის ეფექტის მატარებლად ლოგიკურია დარჩა.
უწყვეტ რეჟიმში გრძელდება მისი პირდაპირი ბულინგი. მასთან ერთად ეხებიან მის ოჯახს, მეუღლეს, გარდაცვლილ მამას და ყველა იმ ადამიანს ვინც მასთან საქმიან შემხებლობაშია. მიზანმიმართული მცდელობა მოახდინონ მისი დისკრედიტაცია დავალებაა, რომელსაც ოპოზიციური სპექტრი დიდი მონდომებით ასრულებს. 2024 წლის არჩევნების „ჩასაგდებად“ ოპოზიციური ძალა უკვე მომართულია, მათ ზურგს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოქმედი ჩვენი ქვეყნის „დაუძინებელი მეგობრები“ უმაგრებენ და დაგეგმილი დავალება – აწარმოონ ქუჩის პოლიტიკა შესასრულებელი აქვთ.
მინაწერი: რთული წარმოსადგენია რისი იმედი გაქვთ, ამომრჩეველი საკუთარ არჩევანს საარჩევნო ურნასთან, მიუკერძოებელი და მაღალი სტანდარტებით ჩატარებული არჩევნებით გააკეთებს.
ის პოლიტიკურ კის ეტყვის ეროვნული დღის წესრიგით მოქმედ ძალას, მშვიდობაზე, ამ ქვეყნის გაერთიანებაზე ორიენტირებულ გუნდს და თქვენ კი პოლიტიკურ არას დაგიწერთ,” – წერს თამთა მეგრელიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია საუბრობს, საქართველოს ქარავანი კი მიდის წინ – ყველა ხვდება, რომ ქართულ საზოგადოებას და სახელმწიფოს წინ რადიკალები და ექსტრემისტები ვერ დაუდგებიან

ლევან ნიკოლეიშვილი კარლ ბილდტის განცხადებაზე: როდესაც ათას კორუფციულ გარიგებაში შემჩნეული, ერთ-ერთი ყველაზე ბინძური უცხოელი პოლიტიკოსი გკარნახობს თუ ვინ უნდა იყოს შენი ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ეს უკვე მეტისმეტია

შალვა პაპუაშვილი: ფაშიზმი ეს არის – ვინც შენს აზრს არ იზიარებს, იმისთვის არც ახალი წელი დააყენო, არც სიმღერა უნდა იყოს, არც ცეკვა. აი, თუ ჩემი მომხრე ხარ, ხორუმსაც გიცეკვებ, გოზინაყსაც გაგიკეთებ და ნაძვის ხესთანაც მიგიშვებ

ნინო ფოჩხუა კარლ ბილდტის განცხადებაზე: მედასავლეთელებო და შიგევროპელებო, ეს რა გაკადრათ ამ კორუმპირებულმა ყოფილმა, თქვენც ფეხებზე გვკიდიხართ, როგორც საქართველოს მთელი მოსახლეობა, მხოლოდ ტერიტორია ხართ, რომელიც ჩვენს ინტერესებშიაო?