თამარ ჩხეიძე: ეს ხუხაშვილი ზოგ რამეს კი სწორს ამბობს, მაგრამ ზოგჯერ ისეთ რამეს იტყვის…..

“ეს ხუხაშვილი ზოგ რამეს კი სწორს ამბობს, მაგრამ ზოგჯერ ისეთ რამეს იტყვის…..
კი ბატონო, ამ ოპოზიციით მაინცდამაინც არავინაა აღფრთოვანებული, შეიძლება ვარსკვლავებს არ წყვეტენ, არჩევნებში სერიოზული შეცდომებიც დაუშვეს, მაგრამ მთლად ეგრე არაა საქმე, რომ სულ ვერ დაინახო მათი მუშაობა. საზოგადოებრივი აზრის შექმნაში, დასავლეთთან მუშაობაში უაღრესად საჭირო როლს ასრულებენ. ის, რომ ხელისუფლებამ თავის მიზანს არჩეევნებში მაინც ვერ მიაღწია, კონსტიტუციური უმრავლესობა ვერ მიიღო და მთელმა მსოფლიომ გაიგო რაც მოხდა, ეს ამ პარტიების გარეშე მოხდებოდა?
თან მათი ასეთი გაცამტვერება, მხოლოდ უადვილებს ხელისუფლებას უაღრესად გამანადგურებელი მიზნების მიღწევას დემოკრატიული ინსტიტუტების განადგურების სფეროში.
რაც მთავარია, პრინციპული შეცდომაა, თითქოს ეს ხელისუფლება აღარავითარ ძალას არ წარმოადგენს და მხოლოდ ამ პარტიების უსაქმურობით იხანგრძლებს არსებობას. კი ბატონო, ალბათ ბევრად მეტის გაკეთება შეიძლება, კრიტიკა აუცილებელიცაა, მომავალში პოლიტიკური სპექტრი გაცილებით ჯანსაღი უნდა გახდეს. მაგრამ ხუხაშვილი და ბევრიც სხვა ხშირად ისე მსჯელობენ, რომ თითქოს არც არსებობს მთავარი მოწინააღმდეგე და ეს ყველაფერი ვაკუუმში ხდება. სინამდვილეში, რუსული ურჩხულის გარეშე კარგა ხანია ახლა ქოცობის ნასახი აღარ იქნებოდა. ახლა მსოფლიოში დიდი ბრძოლა მიდის რუსულ კომუნისტურ-ფაშისტურ ძალას და დემოკრატიულ სამყაროს შორის, ჩვენ ამ გლობალური პროცესის ნაწილი ვართ. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი როლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის, პირიქით საქართველომ თავის ახალგაზრდებიან დანარჩენებიანად ფანტასტიურად ბევრს მიაღწია არსებული პირობების გათვალისწინებით. ქართველი ერის მხრიდან ნების მკაფიო და გრანდიოზულმა გამოხატვამ დემოკრატიულ სამყაროსთვის დააფიქსირა საქართველო, რომელიც ამ დემოკრატიული სამყაროს ნაწილია და არა ს.
საქართველო დღეს მძიმე ბრძოლაშია, რომ თავი დააღწიოს რუსულ სიბნელეს. ეს ბრძოლა ძალიან მძიმეა და გასაკვირი არ არის რომ ხანგრძლივია, მაგრამ გადარჩენისთვის ალტერნატივა არა აქვს. ბრძოლის პროცესი, რომელიც მიდის საყოველთაოა და არა პარტიული და ეს ასეც უნდა იყოს. მთავარი მასში საზოგადოებაა, განსაკუთრებით ახალგაზრდობა. მაგრამ ამ დასავლური ძალის თვითოეულ შემადგენელ ნაწილს უნდა გავუფრთხილდეთ,” – წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი თამარ ჩხეიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გელა მთივლიშვილი: ხომ წარმოუდგენელია, რუსულმა რეჟიმმა, რომელიც კორუფციაში იხრჩობა და მიტაცებული აქვს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, ნებართვა გასცეს საკუთარი დანაშაულების მხილებაზე, რომ კი, მილიონები მოვიპარე

გიგი უგულავა – „ოცნებას“ ძალიან უნდა შეგვათრიოს ადგილობრივ არჩევნებში, შესაბამისად, უნდა დავტესტოთ რამდენად დიდია მათი სურვილი, რისი დამთმობები არიან – დრომ და სიტუაციამ მოიტანა, რომ კომპლექსური საგზაო რუკა უნდა დავდოთ