თამარ ჟამურაშვილი: სოლიდარობა ნიკოლოზ ვაშაყმაძეს! ნუთუ მართლა ასე ჩამობნელდა საქართველოში და ასეთ უსამართლობას დავუშვებთ?

ჯანდაცვის მაგისტრის კანდიდატი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი-პულმონოლოგი, პულმონოლოგიის დეპარრტამენტის თანახელმძღვანელი ავსტრიაში თამარ ჟამურაშვილი:

სოლიდარობა Nika Vashakmadze !!!

ძვირფასო კოლეგობო, ძვირფასო თანამემამულენო,
მე დღეს თავს უფლებას მივცემ და ჩემს უდიდეს აღშფოთებას და გულის ტკივილს შიშვლად და შეულამაზებლად გაგიზიარებთ, ვინაიდან მე ვარ ის ადამიანი – ის ქართველი, რომელიც 20-წლიან გერმანულ კარიერას წერტილს უსვამს და საქართველოში დაბრუნებას გეგმავს. არ არის ეს მარტივი გადაწყვეტილება, უამრავ პრობლემას უკავშირდება, მათ შორის, როგორც დღეს დილით ცხადად დავინახე, ექზისტენციალურსაც.
იგივე ნაბიჯი გადადგა 11 წლის წინ ნიკოლოზ ვაშაყმაძემ. დაბრუნდა გერმანიაში მიღებული განათლებით და გამოცდილებით, მთელი ოჯახით და ორი, გერმანიაში დაბადებული შვილით. შექმნა მსოფლიო დონის ერთ-ერთი უძლიერესი კარდიოქირურგიის ცენტრი და აკადემიური ბაზა დასავლეთ საქართველოში. გაზარდა ქართველ კარდიოქირურგთა თაობა. დამეთანხმებით, უამრავი პაციენტი ამ ადამიანის გარეშე დღეს ცოცხალი არც იქნებოდა. როგორ წარმოგიდგენიათ, ასეთი გამოცდილებისა და ღვაწლის მქონე პროფესიონალის ერთი ხელის მოსმით თანამდებობიდან გათავისუფლება? გათავისუფლება მის მიერ აშენებული და შექმნილი კლინიკიდან?! როგორ ფიქრობთ, რამდენი დღე დასჭირდება ნიკოლოზ ვაშაყმაძეს გერმანიაში წამყვან პოზიციაზე ადგილის მოსაძებნად? მე გეტყვით: სავარაუდოდ, არც კი 2-3 კვირა. მაშ, ვის დააკლდება მისი კომპეტენცია?
‼️ ნუთუ მართლა ასე ჩამობნელდა საქართველოში და ასეთ უსამართლობას დავუშვებთ?
‼️ ვწერ ამ სტრიქონებს და ჯერ კიდევ მაქვს იმედი: ეს ფაქტი დიდი „გაუგებრობა“ აღმოჩნდება და იმ ქართველებს, ვისაც ჰყოფნით გამბედაობა ამდენი წლის შემდეგ, პირდაპირი გაგებით, თავით გადაეშვან მორევში და საკუთარი ქვეყნისთვის სიკეთის გაკეთებაზე იფიქრონ, საბოლოოდ არ მოუჭრის ამ გზას!!!