თამარ ონიანი: თუ ახლა Matsne.gov.ge-ზე შეხვალთ, აღმოაჩენთ, რომ მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა შეკრების თავისუფლების შემზღუდავ ყველა საკანონმდებლო ინიციატივას

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის მოადგილე, თამარ ონიანი სოციალურ ქსელში წერს:
თუ ახლა Matsne.gov.ge-ზე შეხვალთ, აღმოაჩენთ, რომ მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა შეკრების თავისუფლების შემზღუდავ ყველა საკანონმდებლო ინიციატივას, რაც 13 დეკემბერს იქნა მიღებული. ანუ ცვლილებებს, რომლებიც ითვალისწინებს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გაზრდილ სანქციებს, დასჯად ქმედებებსა და დაკავების საფუძვლებს;
ნიღბების ბლანკეტურ აკრძალვას;
საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიებს.
რას ითვალისწინებს ახალი ცვლილებები, რომელსაც დღეს მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა, და როგორია მათი თანხვედრა ადამიანის უფლებებთან (spoiler alert: არ არის), შეგიძლიათ დეტალურად ნახოთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას შეფასებებში:
⭕️ ნიღბების აკრძალვა: https://gyla.ge/post/nigbis-akrdzalva
⭕️ ადმინისტრაციული სამართალდარღვევები: https://gyla.ge/…/ra-tsvlilebebi-shedis-administraciul…
⭕️ საჯარო სამსახურის შესახებ კანონი: https://gyla.ge/…/sajaro-samsaxuris-shesaxebkanoni…

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“