თამარ მოსიძე – WTM London-ის გამოფენაზე საქართველოს როგორც უნიკალურ, უძველესი კულტურის მქონე ქვეყანას, ყველას გავაცნობთ

დიდ ბრიტანეთში, WTM London 2024-ის გამოფენაზე საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენაზე ტურიზმის სექტორიდან 21 კომპანიაა წარმოდგენილი.
ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, ლონდონის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს წარდგენის მნიშვნელობაზე სასტუმრო heritage hotel and suites-ის წარმომადგენელი თამარ მოსიძე საუბრობს.
მათივე ინფორმაციით, WTM London 2024-ზე, საქართველოს სტენდთან, დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებასა და ტურისტულ პროდუქტებს.
„ვიმყოფებით ლონდონში WTM-ის გამოფენაზე. ძალიან მასშტაბური ღონისძიება ტარდება. გაერთიანებული ვართ საქართველოს ტურისტული და სასტუმროების წარმომადგენლები. გამოფენები ჩვენ გვეხმარება ახალი ინვესტორების, ახალი პარტნიორების მოძიებაში და რა თქმა უნდა, ეს არის პასუხი, რომ საქართველო უფრო პოპულარული გახდეს და ყველამ გაგვიცნოს, ჩვენი მისიაც სწორედ ეს არის. გამოფენაში ვმონაწილეობთ, რომ საქართველო როგორც უნიკალური, უძველესი კულტურის მქონე ქვეყანა ყველას გავაცნოთ“,- განაცხადა თამარ მოსიძემ.
WTM London 2024-ზე, 180-ზე მეტი ქვეყნიდან დაახლოებით 4 ათასი ტურისტული კომპანია და ორგანიზაციაა წარდგენილი, გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა 40 ათასია.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი ხაბეიშვილის საქმეზე – ერთი და იმავე მოსამართლეზე განჩინების გაცემაც და ამ საქმის დაწერაც უკანონოა, როგორც ჩანს, ეს მოსამართლე ჰყავთ გამზადებული ყველაფერზე ხელის მოსაწერად და ბარემ ამას შეკიდეს მთელი ტვირთი

ირაკლი ნადირაძე – ლევან ხაბეიშვილის დაკავება ემსახურება იმას, რომ 4 ოქტომბრის აქცია არ შედგეს, მაგრამ ვიქნებით ძალიან ბევრი, ჯერ რომ არ ვყოფილვართ, იმდენი – როგორც ხაბეიშვილი ამბობდა, 4 ოქტომბერს იქნება მშვიდობიანი რევოლუცია