თამარ კორძაია – „ქართული ოცნება“ როგორც ერთი პარტია ყველაზე მეტ ხმას იღებს, მაგრამ ჯამში, ოპოზიცია იღებს მეტს, ამიტომ არ აწყობთ მათ ბარიერის დაწევა

„ქართული ოცნება“ როგორც ერთი პარტია ყველაზე მეტ ხმას იღებს, მაგრამ ჯამში, ოპოზიცია იღებს მეტს, ამიტომ არ აწყობთ მათ ბარიერის დაწევა,- ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
კორძაია IRI-ის კვლევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კვლევების შესაბამისად, ოპოზიციამ უნდა განსაზღვროს შემდგომი ნაბიჯები.
„მათ უნდათ უფრო მეტი ძალაუფლება, რაც ძალზე საშიში ხდება. ჩემი აზრით, ამ კვლევებს აქვს ერთი მიზანი, დაეხმაროს პოლიტიკურ სპექტრს და საზოგადოებას უკეთ გაანალიზოს ვითარება, რომ საარჩევნოდ უკეთ დაიგეგმონ. ამ კვლევების შესაბამისად, განსასაზღვრია შემდგომი ნაბიჯები”, – განაცხადა კორძაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – გერმანიის ელჩისთვის საქართველოდან გაწვევა იქნებოდა ძალიან დიდი პატივი, ამიტომ არ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ – რეალურად, გერმანიას საქართველოში დღეს ელჩი არ ჰყავს, ეს არის ყველაზე სწორი სტატუსი რაც ე.წ ელჩს შეეფერება