თამარ გაბუნია – საქართველო მზად არის, შეუერთდეს გლობალურ მოძრაობას ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ

ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო 2024-2030 წლების ეროვნული სტრატეგიასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გახსნა. შეხვედრაზე, მხარეებმა, ანტიმიკრობული რეზისტენტობის მართვასთან დაკავშირებული მიღწევები, გამოწვევები და ამ მიმართულებით ეფექტიანობის გაძლიერების საკითხები განიხილეს. ისაუბრეს სამედიცინო მომსახურების დაწესებულებებში, ინფექციების პრევენციასა და კონტროლზე.
„ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო სტრატეგია მულტისექტორულ ფორმატში, სხვადასხვა უწყებების მონაწილეობით უნდა განხორციელდეს. როგორც თამარ გაბუნიამ, შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო მზად არის ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ გლობალურ მოძრაობას შეუერთდეს.
ღონისძიებას საქართველოში ჯანმო-ს ოფისის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე, დარგის სპეციალისტები და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები