თამარ ბუჩუკური: როცა ადამიანი რუსულ რეჟიმს ჰყავს ციხეში და ვისოლი მას რეკლამიდან აქრობს, აუცილებლად უნდა ვუპასუხოთ რუსებს ქართულად, ევროპულად და აუცილებლად უნდა იგრძნონ ჩვენი ძალა

“ბოიკოტი ვისოლს ❌️
როცა ადამიანი რუსულ რეჟიმს ჰყავს ციხეში და ვისოლი მას რეკლამიდან აქრობს, აუცილებლად უნდა ვუპასუხოთ რუსებს ქართულად, ევროპულად და აუცილებლად უნდა იგრძნონ ჩვენი ძალა.
ნორმალური და ისეთი დიდი ბიზნესოპერატორი, როგორიცაა ვისოლი ამ ადამიანის საჭიროებებს დააფინანსებდა თავად…
როცა არასოდეს გაუპროტესტებია ვისოლის ჯგუფს საწვავის გაძვირება უაზროდ გაბერილი გადასახადების გამო და ფინანსურ დარტყმას აყენებს ქართველ ხალხს და აძლიერებენ რუსულ რეჟიმს, აუცილებლად უნდა იგრძნონ ხალხის ძალა.
როცა ვისოლი ჯგუფის დამფუძნებლებს არასოდეს გააპროტესტებიათ რუსების უკონტროლო შემოდინება და ემსახურებიან დანკინსში რუსებს აუცილებლად უნდა გავუხმოთ დახლზე გაუყიდავი დონატები.
როცა ვისოლი ჯგუფის დამფუძნებლები შეჭრილი არიან სხვის საკუთრებაში და აშენებს ცათამბჯენებს, რადგან რუსულ რეჟიმთან სიამტკბილობენ და მათთვის ყველაფერი მოსულა, უნდა ვაგრძნობინოთ ჩვენი ძალა.
ამიტომ, დანკანს, ვისოლს და მათ ყველა დაწესებულებას უნდა ვუთხრათ უარი‼️❌️ ეს ნამდვილად შეგვიძლია და ჩვენი უარი მათთვის სახეში სილის გაწვნის ტოლფასია,” – წერს სოციალურ ქსელში პარტია “კანონი და სამართალი”-ს  პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – დღევანდელი სისტემა 21-ე საუკუნის „მხედრიონია“ – მე ვარ არა პატიმარი, არამედ ტყვე, გატაცებული, დამწყვდეული, ნაწამები მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილმა რამენაირად ფული გამომძალოს

გიორგი ბაჩიაშვილი – ბიძინა ივანიშვილს ჩემგან უნდოდა ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელება, რაზეც უარი ვუთხარი, შემდეგ იფიქრა: „უი, ბიტკოინით ფულის შოვნა შეიძლება“ და ჩემი დაყაჩაღება დაიწყო – აქ არის მისი ადგილი, მოვა მაგის დროც