თამარ ბუჩუკური: კიდევ ერთი რუსული საშიშროება საქართველოს!!

“კიდევ ერთი რუსული საშიშროება საქართველოს‼️
მოსკოვი მზადყოფნას აცხადებს, საქართველო ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანს ლარსით დააკავშიროს.
ერთგულია საქართველოსთან ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზაციის კუთხით და მზადაა ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანთან დასაკავშირებლად”, – დღეს, 1-ლ ივლისს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკი დიმიტრი მასიუკმა თქვა.
“ნორმალიზაციას ემსახურებოდა რუსეთის მხრიდან ქართულ პროდუქციაზე შეღავათიანი ფასების დაწესება, პირდაპირი ფრენების აღდგენა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება”, – აღნიშნა მასიუკმა.
რუსეთი კვლავ კრიტიკულად მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება საქართველოსთვის გარკვეული საქონლის მიწოდებაში. ჩვენ მზად ვართ წინ წავიდეთ და საქართველო სტრატეგიულ ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანთან დავაკავშიროთ“, – თქვა მასიუკმა.
ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი აკავშირებს სანქტ-პეტერბურგის პორტს ინდოეთის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე მუმბაის პორტთან. დერეფნის შექმნას ხელი 2000 წელს, რუსეთმა, ირანმა და ინდოეთმა მოაწერეს.
რუსმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქართველოს რეგიონულ „3+3“ ფორმატში მონაწილეობის კარი ღია რჩება. გავიხსენოთ, რომ თბილისმა უარი თქვა ამ მექანიზმში მონაწილეობაზე.
ამ წუთებშიც კი, საქართველოში, მცხეთა-მთიანეთში, ქვეშეთი-კობის გზა ახლაც კეთდება. საქართველოს მოღალატეობრივმა მთავრობამ თრუსოს ხეობაში რუსეთისგან კავკასიონი ბუნებრივად რომ გვიცავდა, მთა გახვრიტა და კობს მიუერთა. აამოქმედა როკის გვირაბი N2. აქამდე არსებული გზის გაბარიტები რუსული ტანკების მიმოსვლას ვერ უზრუნველყოფდა. ამჟამად რომ ავტობანი კეთდება, ტანკის გაბარიტებს აკმაყოფილებდეს. ვინც არ იცით, კობი ყაზბეგშია, ლარსიც და რუსეთ-საქართველოს საზღვარიც. უვიზო რეჟიმის, შეღავათიანი საგადასახადო სისტემის, პირდაპირი ფრენების ფასი ქართული სახელმწიფოა და უკვე ითხოვს ამ ფასის გადახდას კრემლი”, – წერს სოციალურ ქსელში პარტიის, “კანონი და სამართალი” პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური.